(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მიმდინარე სასწავლო წელს, ზოგ სასწავლო წიგნს ერთი უცნაურობა სჭირს _ მესამე და მეოთხე კლასის ბუნების სახელმძღვანელოს (ავტორები მაია ბლიაძე და რუსუდან ახვლედიანი) ერთი-ორი განსხვავება კი შეიძლება ვუპოვოთ, მაგრამ, ორივე კლასის მოსწავლეები, ძირითადად, ერთსა და იმავე მასალას სწავლობენ. საკვირველი ის არის, რატომ დასჭირდა ავტორს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მხოლოდ თვითდისკრედიტაციისთვის სწირავს მასვე? ან განათლების სამინისტროს მიერ, წიგნების ასე ხმაურიანი შერჩევა-გადარჩევის შემდეგ, ვინ მიანიჭა გრიფი სახელმძღვანელოებს, რომლებშიც სხვადასხვა კლასების მოსწავლეები ერთსა და იმავე მასალას სწავლობენ?

ახლა გადავშალოთ მესამე და მეოთხე კლასის ბუნების სახელმძღვანელოები ერთდროულად _ პირველი თავი, იქაც და აქაც, მოიცავს თემებს: მზე, დედამიწა, მთვარე. მესამე თავი ორივე წიგნში _ ხმელეთი და წყალი, მდინარე... მსგავსებაა მეცხრე და მეათე თავებშიც, სადაც, თითქმის, იდენტურია საგაკვეთილო მასალები ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, წიგნის ერთი ავტორი გარდაცვლილა, მეორეს ავტორს კი სათანადოდ ვერ შეურჩევია თემები, ამიტომ წელს ასე დარჩენილა (?).

თუ ბავშვი მესამე და მეოთხე კლასებში ერთსა და იმავეს ისწავლის, ამ შემთხვევაში დაზარალებული ვინ გამოდის, ძნელი სათქმელია _ მესამე კლასელი, რომელიც მეოთხე კლასშიც იგივეს ისწავლის თუ მეოთხე კლასელი, რომელსაც ზოგიერთი საგაკვეთილო თემა, რომელიც ახლა მესამე კლასის სახელმძღვანელოშია შეტანილი, ნასწავლი არ გამოუდის.

 

 

 

protostar