ასოციაცია "მედია და საზოგადოება" შეშფოთებულია, 25 იანვარს, რადიო "ათინათის" მაუწყებლობის ნაწილობრივ შეწყვეტის გამო, რისი მიზეზიც ანძიდან კაბელის მოპარვა გახდა. მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი, ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ნულის ტოლია, ნებისმიერი მსგავსი ქმედება სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

"ათინათი", ერთადერთი რადიოსადგურია სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას აწვდის და მისი მაუწყებლობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვრცელდება.

ვთხოვთ, სამართალდამცავ ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებსა და მედია ორგანიზაციებს, შესაძლებლობების მაქსიმუმი იქნას გამოყენებული, რათა "ათინათმა" დროულად აღადგინოს მაუწყებლობა და მის თანამშრომლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

 

ლაშა ზარგინავა, ასოციაცია "მედია და საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარე

 

 

 

protostar