მსოფლიო

კიმ კარდიშიანი დააყაჩაღეს

რუსა ოქრუაშვილი  2016-10-03 15:52:42

ბიზნესმენი და მოდელი, კიმ კარდიშიანი, პარიზში იარაღის მუქარით 2-მა პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა გაქურდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მძარცველებმა 6 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები წაიღეს, ასევე ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 6 მილიონ ევროს შეადგენს.

პოლიციის ინფორმაციით, მძარცველებს კონსიერჟი ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები 5 ეჭვმიტანილს ეძებენ.

35 წლის ტელე ვარსკვლავის თქმით, ფიზიკურად უვნებელია, მაგრამ სტრესშია.

მაუწყებლის ინფორმაციით, კარდიშიანის მეუღლემ, რეპერმა კენი ვესტიმ მომხდარის გამო  ნიუ-იორკში მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე გამოსვლა შეწყვიტა.

ვწუხვარ, საგანგებო ოჯახური მდგომარეობის გამო შოუ უნდა შევწყვიტო,“_განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, ვარსკვლავმა, რომელიც პარიზში მოდის კვირეულზე დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთი უკვე დატოვა.

მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ძარცვის დროს სად იმყოფებოდა კიმ კარდიშიანისა და კენი ვესტის 2 შვილი, 3 წლისა ქალიშვილი ნორტა და 10 თვის ვაჟი სანტი.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მსოფლიოს 8 ყველაზე მდიდარ ადამიანს იმდენი სიმდიდრე აქვს, რამდენიც  3.6
იაპონიაში, ტოხოკუს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მექანიკური გული შექმნეს, რომელიც უსადენო ტუმბოს
ჩინეთის ხელისუფლება სინძიანის მოსახლეობას მოუწოდებს პასპორტები პოლიციას ჩააბარონ. აღნიშნულ ინფორმაციას
ჩინეთის ხელისუფლება იძულებულია, უარყოს შეტყობინება იმის შესახებ, რომ პეკინში, ყოფილი
ცოტა ხნის წინ ამერიკულმა კომპანია "Aeros"-მა განაცხადა, რომ უნიკალური ჰიბრიდული
FRANCE 24-ის ცნობით, ბელგიაში აქვთ ინფორმაცია, რომ ტერორისტები სირიიდან ევროპაში