ინტელექტუალური თამაშების მეოთხედ ფინალისტები ცნობილია

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

ინტელექტუალური თამაშების მეოთხედ ფინალისტები ცნობილია

იანვარი 01
04:00:00 1970
(21-ს ქვევით) _ გასული კვირის პარასკევს ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშების მერვედფინალის პირველი თამაში გაიმართა, სადაც რვა გუნდი მონაწილეობდა. პირველ მერვედფინალში ერთმანეთს ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის "ფენიქსი", წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის "მთიები", ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის "ატაგენუსის", ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის "ევერესტის", სოფელ შემოქმედის "ლოგოსის", სოფ. ოზურგეთის "თემიდას", დაბა ლაითურის "უნიას" და წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის "საკმეველის" ინტელექტუალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს პირველობისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორმა ავთანდილ სირბილიშვილმა 15 შეკითხვა დასვა და გამოავლინა მეოთხეფინალისტები, რომლებიც პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

"ლოგოსის" წარმომადგენლებმა თამაშის დროს ყველაზე კარგი მაჩვენებელი ანახეს და პირველ ადგილზე, 12-ით ქულით დაიმკვიდრეს ადგილი, ამ გუნდთან ერთად მეოთხედფინალში "უნია", საკმეველის" და "მთიების" ინტელექტუალები ითამაშებენ.

მეორე მერვედფინალი 2 მაისს გაიმართება, ერთმანეთს რვა გუნდი "შეერკინება" _ ვაკიჯვრის "ვაკიჯვარი", ჩოხატაურის სამრევლო სკოლა "ცარიელი თავები", ნაგომრის "ნიკე", მერიის "ფავორიტი", ზემო ნატანების "ფესვები", ჯუმათის "ჯუმა", ასკანის "ლოგოსი" და #3 საჯარო სკოლის "ევრიკა.

 



არქივი