"ზენაარი" საუკეთესო ანსამბლად დაასახელეს

gurianews.com

21-ს ქვევით

"ზენაარი" საუკეთესო ანსამბლად დაასახელეს

იანვარი 01
04:00:00 1970

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმის მუსიკალური საზოგადოების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს და ქალაქის მერიის ორგანიზატორობით, 8 მაისს, ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორური ანსამბლების მეათე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი ხუთ დღეს გაგრძელდა და მასში 11 ქვეყანა მონაწილეობდა: პოლონეთი, ლატვია, თურქეთი, ინდოეთი, სირია, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო.

ფესტივალში მონაწილე ყველა ბავშვმა მიიღო სიგელი და ლაურეატის წოდება, დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სამახსოვრო მედლებით.

მეათე საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალში საქართველოდან _ რუსთავის, თბილისის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს და აფხაზეთის კოლექტივებმა და ასევე მუნიციპალიტეტთან არსებულმა პროფესიონალმა კოლექტივებმა მიიღეს მონაწილეობა. გურიიდან რამდენიმე ანსამბლი მონაწილეობდა, მათ შორის, ოზურგეთის წმინდა ნინოს სამრევლო სკოლასთან არსებულმა ანსამბლმა "ზენაარი", რომელიც საუკეთესო ანსამბლად დაასახელეს.

მელის ნადირიძე, წმინდა ნინოს სკოლასთან არსებული ანსამბლ ზენაარიის სამხატვრო ხელმძღვანელი: როგორც ქორეოგრაფი ყოველთვის კრიტიკული თვალით უყურებ შენს ანსამბლს, გინდა რომ ყოველთვის საუკეთესო გამოჩნდეს. ფესტივალზე გამოდიოდნენ ძალიან წარმატებული და ერთმანეთზე უკეთესი კოლექტივები და ჩვენ საუკეთესოდ დაგვასახელეს. მე, ჩემი ბავშვებით კმაყოფილი დავრჩი. ჩემმა უახლოესმა კოლეგებმაც ასე მითხრეს, გვასახელე გურულებიო. დასკვნითი გალა კონცერტი სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა.

ბათუმში გამართულ ფესტივალამდე, ჩვენ ვიმყოფებოდით თურქეთში, ანტალიაში, სადაც ყოველ წელიწადს ტარდება მსოფლიო ბავშვთა ფესტივალი. ღონისძიებაში არის ჩართული თურქეთის სამინისტრო და ბიზნესმენები. ჩვენ, 2010 წელს წლის საუკეთესო კოლექტივად დაგვასახელეს, ამიტომ მეორე წელს სტუმრის სტატუსით მიგვიწვიეს. ეს იყო ძალიან მაღალი დონის ფესტივალი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში გამოდიოდნენ 30 ქვეყნის ხელოვანები.



არქივი