თამაზ დარჩია ბავშვებს ხელოვნების სიყვარულს უნერგავს

gurianews.com

21-ს ქვევით

თამაზ დარჩია ბავშვებს ხელოვნების სიყვარულს უნერგავს

ივლის 05
23:37:43 2011
თამაზ დარჩიას ბევრი წარდგენა არ სჭირდება. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მხატვარს ყველა იცნობს. მისი შემოქმედება დაფასებულია, თუმცა, არის რაღაცეები რაც საზოგადოებამ ჯერ არ იცის. ჩვენც სწორედ ამ "რაღაცეების" გასაგებად ვესტუმრეთ. შემოქმედებითად მდიდარი ხელოვანი, საინტერესო რესპონდენტიც აღმოჩნდა.

_ მამაჩემი ფერმეწერი იყო, შოთა დარჩია, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. მეოთხე კურსიდან ომში წაიყვანეს და როდესაც დასრულდა ომი, იმის შემდეგ გააგრძელა სწავლა და დაამთავრა აკადემია, რის შემდეგ წამოვიდა ოზურგეთში, 1959 წელს თეატრის მთავარ მხატვრად დანიშნეს, 1985 წელს პენსიაში გავიდა, რამდენჯერ პერსონარული გამოფენა ჰქონდა. დედა შუტი მგელაძე გახლავთ, ბუღალტერი. ახლა 75 წლისაა, თავის პროფესიით მუშაობს კიდევ, ძალიან გვიდგას ოჯახს, მასაც უყვარს ხელოვნება და ყოველთვის გვეხმარებოდა.

მე, სამი წლიდან ვხატავ, ჩემი ძმა მხატვარი_კერამიკოსია, ორი წლით უფროსია ჩემზე, ჰყავს ცოლი, ორი შვილი, ერთი არქიტექტორია და მეორე სწავლობს, ბიზნესის კუთხით, ისიც ხატავს, მაგრამ, არ ბიზნესით არის დაინტერესებული. მყავს მეუღლე, მანანა და ორი შვილი 8 წლის საბა და 6 წლის საბა, ორივე ხატავს. საბას ნახატების გამოფენა უკვე შედგა, 60 ნამუშევარი წარმოადგინა, _ გვითხრა თამაზ დარჩიამ.

_ როგორც ვიცით გრაფიკოსი ბრძანდებით.

_ დიახ, ასე არის. მაინტერესებს ყველა ჟანრი, ვხატავ პოტრეტებს, პეისაჯებს, და ა.შ. ვმუშაობ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დეკორაციებს ვაკეთებ, 45 სპექტაკლი მაქვს გაფორმებული.

_ შედევრების შესაქმნელად მუზა თქვენც გჭირდებათ?

_ შედევრი ცოტა დიდი სიტყვაა. შეიძლება ადამიანმა შედევრი ერთი გააკეთოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაგაზე ფიქრი დიდი ფუფუნება, მაგრამ ვციდლობ, რასაც ვაკეთებ, ხარისხიანად გავაკეთო. რაც მთავარია ჩემი საქმე მიყვარს, არის შემთხვევა, როდესაც არ გაქვს ის მასალა, რა მასალაში გინდა გააკეთო ახალი ნამუშევარი, რის შემდეგ ძალიან ბევრს ვფიქრობ, როგორ მოიქცე, გიწევს ბევრი ფიქრი. ხატვას დიდი დრო სჭირდება, არც ერთ მხატვარს არ აქვს თითქმის დასრულებული თავისი ნამუშევარი. ყოველთვის, რაღაც უკმარისობის გრძნობა აქვს, კიდევ უნდა მუშაობის გაგრძელება, ასე ვარ მეც.

_ რა პრობლემების წინაშე დგას მხატვარი თამაზ დარჩია?

_ ოჯახი როდესაც ჰყავს ადამიანს, უკვე ფიქრობ, როგორ გაზარდო შენი ეკონომიური მხარე. დრო განსაზღვრული მაქვს. სამწუხაროდ, ჩვენთან ნამუშევარს არ აქვს დიდი ანაზღაურება, ამიტომ ადამიანს რამდენიმე პროფესიის შეთავსება და რამდენიმე საქმის კეთება უწევს.

_ ხშირად ამბობენ, რომ მხატვრებს ნახატების გაყიდვა არ უყვართ, თქვენ?

_ ზუსტად ასეთი მდგომარეობაა ჩემთანაც. ძალიან მიყვარს ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ხდები, რამდენიმე ნამუშევარი გაყიდო, თუნდაც მიზერულ ფასად.

_ ყოფილა ისეთი დრო, როდესაც ნამუშევარში კარგ საფასურს გაძლევდნენ, მაგრამ არ გაგიყიდია?

_ რომ არ მინდა ნახატის გაყიდვას ძალიან დიდ ფასს ვადებ.

_ კონკრეტულად?

_ მაგალითად სამი ათასი დოლარი. თუ ეს თანხა გადაიხადა, მაშინ ვხვდები, რომ მყიდველი ძალიან გემოვნებიანია და იცის ხელოვნების ფასი. ასეთი ფასის ნამუშევარი ოზურგეთში არ იყიდება. ისე იყო შემთხვევა, როდესაც ბათუმში გამოფენილი მქონდა ნამუშევარი, ნახატს "მარადისობა" ერქვა, ერთ საათში მქონდა გაკეთებული და 300 დოლარად გაიყიდა. სიმართლე, გითხრათ არ ველოდებოდი თუ გაიყიდებოდა.

_ ახალგაზრდებზე რას გვეტყოდით, როგორი თაობა მოდის?

_ 1981 წლიდან დავიწყე მუშაობა სკოლაში, ბახვის საშუალო სკოლაში, 45 მანეთი მქონდა ხელფასი, ბავშვებთან დიდი გამოცდილება მაქვს, სამხატვრო სკოლაშიც ვასწავლი. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, ლექსებსაც და მოთხრობებსაც წერენ, პარალელურად ხატავენ. ბევრი კარგი ბავშვი შემხვედრია. დიდი ხნის განმავლობაში ვასწავლი სკოლაში და თითქმის ყველას უყვარს ხატვა, ერთი ბავშვს ვიცნობდი, მეუბნებოდა, რომ არ გამომდის მხატვრობა და არ მინდაო, მაგრამ იმასაც შევაყვარე, მივუტანე ფაქრები, რვეული და დავეხმარე, გავიდა დრო და შეიყვარა, ასეთი რამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



არქივი