მშენებლობა დაიწყო

gurianews.com

 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად

21-ს ქვევით

მშენებლობა დაიწყო

იანვარი 01
04:00:00 1970
(21-ს ქვევით) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის ავარიული სკოლის შესახებ, სადაც სწავლა ბავშვების სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, ჩვენ რამდენჯერმე ვწერდით. გაზაფხულზე, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, ახალგაზრდულ გაზეთთან საუბრისას პირობა დადო, რომ ქვაბღელი ბავშვები სექტემბრიდან ახალ სკოლაში ისწავლიდნენ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქვაბღაში სკოლის მშენებლობა უკვე დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, მომავალი სასწავლო წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან.

_ ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ აღიჭურვება, სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული მოედანი. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 600 000 ლარზე მეტი დაჯდება, _ გვითხრეს პრესამსახურში.

ქვაბღის საჯარო სკოლაში, ამჟამად, 111 მოსწავლე ირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ ავარიულ სკოლაში უტარდებოდათ გაკვეთილები, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის მეთორმეტე კლასელებმა საატესტატო გამოცდებზე კარგი შედეგები აჩვენეს და უატესტატოდ არავინ დარჩენილა. რესურსცენტრში იმედოვნებენ, რომ ქვაბღელი კურსდამთავრებულები კარგ შედეგებს აჩვენებენ ეროვნული გამოცდებშიც.



არქივი