საჭიროა თუ არა სექსუალური განათლება სკოლებში

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

საჭიროა თუ არა სექსუალური განათლება სკოლებში

იანვარი 01
04:00:00 1970
ბრიტანელი პროფესორი ჯონ უილსონი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ სექსუალური განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეებს პორნოგრაფიული ფილმები უჩვენონ და გაავრცელონ ლიტერატურა "დიდებისათვის". პროფესორმა ამის შესახებ ჟურნალ შეხ ედუცატიონ-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მის იდეას მხარი დაუჭირა ჯონ რიდმა _ სექსუალური განათლების სახელმწიფო პროგრამის მეთაურმა. პროფესორ უილსონის რწმენით, ახალგაზრდა ბრიტანელებს პორნოფილმები უჩვენებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს "სასურველი სექსუალური კონტაქტი".

_ "როცა საქმე ეხება სექსუალურობას, ჩვენ არ ვაძლევთ მისაბაძ მაგალითებს, რომლითაც შეიძლება მოზარდებმა იხელმძღვანელონ," _ აღნიშნავს პროფესორი.

მასწავლებელთა და რელიგიურ ლიდერთა უმრავლესობა პროფესორის ამ იდეის წინააღმდეგია. მსგავს "განათლებას" მიიჩნევენ ამორალურად და მეტიც, საშიშად, _ აღნიშნავს ბრიტანული გაზეთი თჰე Mირრორ. როგორც ქრისტიანული ინსტიტუტის დირექტორი, კოლინ ჰარტი ამბობს, მსგავსი იდეა ამორალურია, ხოლო პორნოფილმების ჩვენება "მოზარდთა გარყვნის ფორმას" წარმოადგენს.

ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხადაჭერილი სექსუალური განათლების პროგრამის მთავარ მიზანს, მოზარდებში ორსულობების შემცირება წარმოადგენს, ვინაიდან, ბრიტანული მაჩვენებლები ამ მხრივ, ევროპაში ყველაზე მაღალია. ორგანიზატორები უწესრიგო სქესობრივი ურთიერთობების შემცირების მიღწევას იმედოვნებენ, თუკი მოსწავლეებს აუხსნიან, რომ არსებობს ინტიმური ურთიერთობის სხვადასხვა დონე და რომ ორალური სექსი _ სრულყოფილი სქესობრივი აქტის სრულფასოვანი შემცვლელია. ამჟამად ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ ამ მოწონებული პროგრამით სწავლობს 100 ათასი მოსწავლე ბრიტანეთის სკოლების 3%-ში. მისი ორგანიზატორები სკოლის მასწავლებლებისათვის ატარებენ სპეცმომზადებას. ოჯახური ფასეულობებისათვის მებრძოლი აქტივისტები მიუთითებენ, რომ ეს სპეცსწავლება იწვევს უკუეფექტს და მოზარდებში აღვივებს დამატებით სექსუალურ ინტერესს.

_ „მე არ მჯერა, ვინმეს სერიოზულად სწამდეს, რომ ორალურ სექსზე საუბრები შეაჩერებს სრულფასოვან სქესობრივ აქტებს მოსწავლეებს შორის, უფრო პირიქით, _ განაცხადა ოჯახური განათლების ფონდის დირექტორმა, რობერტ ველანმა, _ ამას გარდა, ორალური სექსი არ იცავს დაავადებებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის". ველანი იმედოვნებს, რომ სექსუალური ძალადობების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, რომელსაც ლორდთა პალატა იხილავს, ეს პროგრამა დაიხურება.

გაზეთ გაზეთი თჰე Gუარდიან-ის ინფორმაციით, ბრიტანელი სოციოლოგების კვლევით დადასტურებულია (გამოკვლევა ჩატარდა დიდი ბრიტანეთის ჩვეულებრივი საშუალო სკოლების 5850 მოსწავლეს შორის), რომ სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს არ შეუძლია, მოგვცეს ის ეფექტი, რაც მათ მოეთხოვებათ.

_ სექსუალური განათლების გაკვეთილებმა, მართალია, აამაღლა მოზარდთა ცოდნა სიამოვნების ტექნიკისა და საშუალებების შესახებ, გააცნო პირადი ჰიგიენისა და კონტრაცეფციის საშუალებათა გამოყენების წესები, მაგრამ აბსოლუტურად არავითარი გავლენა არ მოუხდენია იმავე კონტრაცეპტივებისა და ჰიგიენის საშუალებების მოხმარების დონეზე, _ აღნიშნავს გაზეთი.

ბრიტანეთში სექსუალური განათლების თემას გაზეთი "თაიმსიც" ეხება. როგორც სტატიის ავტორი ამტკიცებს, მთავრობის ძალისხმევამ, შეემცირებინა მოზარდებში ვენერიული დაავადებების რისკი, საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანა.

_ „ნოტინგემის უნივერსიტეტის ეკონომისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უსაფრთხო სექსის შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებამ და მოზარდების უფასო კონტრაცეპტივებით მომარაგებამ მიგვიყვანა მხოლოდ უწესრიგო სექსუალური კავშირების გაზრდამდე და არა მათ მიმართ უფრო წინდახედულ დამოკიდებულებამდე. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სექსუალური აქტივობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იზრდება სწორედ იმ რაიონებში, სადაც სამთავრობო პროგრამა აქტიურად ინერგება. ამ პროგრამის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი მონაცემები სრულიად უარყოფენ ოფიციალურ თეორიას იმის შესახებ, თითქოს კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა მოზარდებს შორის არასასურველი ორსულობებისა და ვენერიულ დაავადებათა მზარდ რიცხვთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, _ წერს „თაიმსი“.

ბრიტანეთის მსგავსად, მოზარდებში გახშირებული ორსულობის გაზრდილი მაჩვენებელი სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც აწუხებთ. მრავალი მთავრობა ხარჯავს დროსა და მნიშვნელოვან თანხას, რათა ეს ციფრი შეამციროს. მაგრამ ახალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მეთოდები, რომლებსაც ახლა ბევრ ქვეყანაში იყენებენ, არაეფექტურია.

"სექსუალური განათლების პროგრამები, რომლებიც მიმართულია მოზარდებში ორსულობების შემცირებისაკენ, მოზარდებში არ ამცირებს სექსუალურ აქტივობას,“ _ ამ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მეცნიერები, რომლებმაც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში თავიანთი ახალი გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.

მათ შეისწავლეს 20-ზე მეტი პროგრამა ორსულობების თავიდან აცილების შესახებ აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ევროპაში და გამოარკვიეს, რომ ისინი არ ამცირებენ ორსულობათა რიცხვს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სექსუალური განათლების სწავლებამ და მასზე დახარჯულმა თანხამ, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფიასკო განიცადა, საქართველოში ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. Uუფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, საქართველოს რამდენიმე სკოლაში სექსუალურ განათლებას ასწავლიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ „რამდენიმე სკოლაში“ გურიის ორი საჯარო სკოლაც მოხვდა, რომლის დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.

რამდენიმე წლის წინ, ცარე-ს დაფინანსებით, გურიაში არასამთავრობოთა კოალიციამ განახორციელა პროექტი Оგურიის მოზარდების რეპროდუქტიული ჯანმრთელობა“, რომელიც გულისხმობდა Оმოზარდებში ინფორმირებული, სექსუალური ჯანმრთელობის არჩევნის გაკეთების უნარის“ გავარჯიშებას, სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შუფლებების დაცვასა და პასუხისმგებლობის განვითარებას“ (იხ. წწწ.ცარეუსა.ორგ/ცარესწორკ). პროექტი თავიდან 2800 ახალგაზრდას შეეხებო, ხოლო მოგვიანებით, 12000 ახალგაზრდას სქესობრივ უფლებებსა და არჩევანზე ბეჭდური მასალები მიეწოდათ.

ი.გ. ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე იყო. მას ახალგაზრდების გამოკითხვა ევალებოდა. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, გამოკითხვის პერიოდში, იყო გარკვეული სახის წინააღმდეგობები:

_ პროექტის გახორციელების პერიოდში, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა

გააპროტესტა მსგავს საკითხებზე მოზარდების გამოკითხვა, თუმცა, ისინი მაინც თანხმდებოდნენ ინტერვიუზე, რომელიც კონფიდეციალური იყო და არავის არ ჰქონდა ორ ადამიანს შორის გამოკითხვის შინაარსის გამოტანის უფლება. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად არ შემიძლია ვთქვა ვის რა პრობლემა ჰქონდა, თუმცა, ზოგადად ბევრმა არ იცოდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ისინი ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ.

ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვი მომავალია“ ხელმძღვანელი დავით მდინარაძეც ამ პროექტის მონაწილე იყო. ჩვენთან საუბრისას, ბავშვებთან მუშაობის დროს იხსენებს და მიაჩნია, რომ სკოლებში სექსუალური განათლების სწავლება მიზანშეწონილი არ არის:

_ ჩვენს ორგანიზაციას, ვგულისხმობ არასამთავრობოს, დაევალა გვესაუბრა მოზარდებთან სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებების, განასაკუთრებით შიდსის გადაცემის გზების, პრევენციის და საშიშროებების, ნაადრევი ქორწინების პრობლემების შესახებ. იყო წინააღმდეგობა ოჯახის დაგეგმარებასთან დაკავშირებით. ჩვენმა ორგანიზაციამ აქცენტი გააკეთა ბუნებრივ კონტრაცეფციაზე და იმაზე, რომ სასურველია ორსულობათა შორის 2-წლიანი შუალედის დაცვა ქალის ფსიქო ფიზიკური რეაბილიტაციისთვის.

რაც შეეხება სექსოლოგიის სწავლებას სკოლაში, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ერთი მარტივი მიზეზის გამო _ ეს საგანი არ ბარდება არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში. თუ კი არსებობს მოზარდის დაინტერესება ამ საკითხთან დაკავშირებით, მან კონსულტირება უნდა გაიაროს სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალისტთან ან გადამზადებულ პიროვნებასთან _ ამის პრეცენდენტი ჩვენთან არსებობს, _ გვითხრა მდინარაძემ.

აღნიშნულ პროექტში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრიც იყო ჩართული. მისი ხელმძღვანელის, თამარ ღლონტის თქმით, პროექტი სექსუალურ განათლებას არ მოიცავდა და ძირითადად, მოზარდების ჯანმრთელი ცხოვრების წესზე იყო ორიენტირებული. ღლონტი მიიჩნევს, რომ სკოლებში ზოგადი ჯანმრთელობის სწავლა აუცილებელია:

_ რომ გითხრათ, კონკრეტულად სექსუალური განათლება უნდა ისწავლებოდეს-თქო, ასე ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ ზოგადი ჯანმრთელობა უნდა ისწავლებოდეს. ადგე, სახელმძღვანელო გადმოთარგმნო და სკოლებში პირდაპირ შეიტანო _ არ შეიძლება. მისი ქართულ მენტალიტეტთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა ბავშვმა რაღაცეები უნდა იცოდეს და ეს მარტო გოგონებს არ ეხებათ. ზოგადი ჯანმრთელობის სწავლება ბევრ სფეროს მოიცავს, მათ შორის სექსუალურსაც, მაგრამ, როგორც გითხარით, ამ ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა და რაც მთავარია, გასათვალისწინებელია ქართული მენტალიტეტი, _ აღნიშნა ღლონტმა.

8 ივლისს, თბილისში, ფემინისტების პირველი აქცია გაიმართა სახელწოდებით „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“. აქციის მონაწილეების უმრავლესობა 20-წლამდე ახალგაზრდები იყვნენ. ისინი ქალთა სხეულებრივი ავტონომიის პატივისცემას, ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვას და სექსუალური განათლების შემოღებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყეს და რიყეზე დაასრულეს. მათ, მსვლელობისას, ბევრმა შეურაცხყოფაც მიაყენა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ცხოვრება არავის საქმე არ არის:

_ მე არავის ვაკრიტიკებ და არც სხვისი ცხოვრებით ვინტერესდები. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სხვებიც ასე უნდა მოიქცნენ. რაც შეეხება უშუალოდ აქციას, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ მსგავსად ბევრი ფიქრობს, თუმცა, კომპლექსების გამო, ჩვენთან ერთად წამოსვლას მოერიდნენ. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფლად ცხოვრების სურვილმა გაგვაერთიანა. ჩვენთან არ არის პოლიტიკა. ჩვენ მხოლოდ თავისუფლება და ჯანმრთელი გარემო გვინდა. ნამდვილად არ მინდა გვერდით ისეთი მეგობარი მყავდეს, რომელსაც სექსი მხოლოდ ტელევიზორში ექნება ნანახი და სხვა დანარჩენი მისთვის თანატოლის ახალწამოზრდილი მკერდია, რომელიც, შესაძლოა, ღამითაც კი ესიზმრებოდეს. ჩვენი თაობის პრობლემა ის არის, რომ სექსუალურად გაუნათლებლები ვართ. ამიტომაც, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა სკოლებში ამ საკითხის სწავლების შემოღებას ეხება, _ აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ.



არქივი