"ვამაყობ ჩემი მშობლიური სკოლით"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ვამაყობ ჩემი მშობლიური სკოლით"

სექტემბერი 15
23:55:28 2011
თორნიკე კუჭავამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მან ასევე წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები _ 317 ქულით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვდა.

_ თორნიკე, გილოცავთ სტუდენტობას...

_ დიდი მადლობა.

_ როგორც ვიცით, გასულ წელს, ანუ მე-11კლასში ამერიკაში გააგრძელე სწავლა. მოდი, ცოტა ხნით ოკეანის იქეთ დავბრუნდეთ.

_ ამერიკაში "ფლექსის" პროგრამით ვიმყოფებოდი. ილინოისის შტატის ქალაქ სპრინგფილდში ერთი წელი დავყავი. ვსწავლობდი ძალიან კარგ სკოლაში. იქ დიდ მნიშვნელობას აქცევენ ზოგად განათლებას. მაგალითად, დიდი მონდომებით ვსწავლობდი ფილმის შექმნის ისტორიას. არჩევითი საგნების გარდა, იყო სავალდებულო საგნები _ თანამედროვე ლიტერატურა, მათემატიკა, ბოტანიკა, ამერიკის კულტურა და ისტორია. სკოლაში დიდი ყურადღება ექცეოდა ხელოვნებასა და სპორტს. მე გაერთიანებული ვიყავი სიმღერის გუნდში _ ჯაზ-ბენდში. ეწყობოდა კონკურსები და კონცერტები, სადაც სისტემატურად ვიღებდი მონაწილეობას. ასევე გაერთიანებულო ვიყავი სპორტულ სექციაში (ფეხბურთი და მძლეოსნობა).

_ ამერიკულ ოჯახზე რას იტყვი?

_ არაჩვეულებრივ ოჯახში ვცხოვრობდი. მყავდა 87 წლის ამერიკელი დედა _ ქალბატონი ალმა ლიბმენი. ასაკის მიუხედავად, იგი ძალიან მხნედ გამოიყურებოდა. ყოველ დილით ვარჯიშობდა. მთელი დღის განმავლობაში ფუსფუსებდა, უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. მეც ვასწავლე რამდენიმე ქართული კერძის დამზადება. ჩემთან ერთად ამ ოჯახში ცხოვრობდა ჩემი იაპონელი ძმა - ნაო კამინო, ძალიან კარგი ბიჭი. ჩვენ მართლაც ძმებივით ვიყავით. ახლაც ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს.

_ სწრაფად გაირბინა ერთმა წელმა?

_ თქვენ წარმოიდგინეთ, სწრაფად გავიდა, ალბათ, იმიტომ, რომ ყოველ წუთს დაკავებული ვიყავი.

_ და კვლავ ჩოხატაური, კვლავ მშობლიური სკოლა

_ დავბრუნდი ჩემს საყვარელ სკოლაში და მე-12 კლასში განვაგრძე სწავლა. მინდა ვთქვა, რომ ვამაყობ ჩემი მშობლიური სკოლით, რადგან აქ მართლაც პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან. ამის შედეგია ის, რომ წელს, თითქმის, ყველა ჩემმა მეგობარმა და თანატოლმა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა.

_ თორნიკე რატომ აირჩიე იურისტობა?

_ მაინტერესებს ეს სფერო. მინდა, კარგად ვიცოდე კანონები. ჩემი პროფესიით დავეხმარო ადამიანებს, ჩემს ქვეყანას.

_ როგორც ვიცით, სიმღერებს თავადაც წერ.

_ დიახ, ეს ჩემი სერიოზული გატაცებაა. ჩემი პირველი სიმღერა დავწერე ჩემი მეგობრის, მარიამ კალანდაძის ლექსზე. მოგეხსენებათ, ამერიკაში ჩემთან ერთად, ფლექსის პროგრამით იმყოფებოდნენ მარიამ და ანი მეფარიშვილი. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვურეკავდით და ვამხნევებდით. ეს სიმღერა ჩოხატაურში მოისმინეს სამუსიკო სკოლის 50 წლის იუბილეზე. რამდენიმე სიმღერა კიდევ მაქვს დაწერილი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

_ არის თუ არა შეყვარებული თორნიკე კუჭავა?

_ ჯერ არა (იცინის).

_ როგორი უნდა იყოს გოგონა, რომელიც მოგეწონება?

_ პირველ რიგში უნდა იყოს მორწმუნე. ჭკვიანი და აუცილებლად ეშხიანი .

_ ჩვენი გაზეთის საშუალებით ვის მიმართავდი?

_ პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენს გაზეთს ყურადღებისთვის, ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მშობლებს, პედაგოგებსა და მეგობრებს თანადგომისთვის, რომლებიც სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვაში დამეხმარნენ. რაც შემეხება მე, ვეცდები უპირველესად ჩემს მშობლიურ კუთხეს გამოვადგე.



არქივი