სამადლობელი წერილები კახა ბენდუქიძის ხელმოწერით

gurianews.com

 

პრობლემა სახელწოდებით, „უმუშევრობა“ _ რას ფიქრობენ ახალგაზრდები გურიაში

სრულად
 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად

21-ს ქვევით

სამადლობელი წერილები კახა ბენდუქიძის ხელმოწერით

ნოემბერი 20
14:03:27 2014

"21-ს ქვევით" მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  ქალაქ ოზურგეთის #1, #4 და სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის დირექციაში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტიდან სამადლობელი წერილები მივიდა.

_ წერილი, რომ თავისუფალი უნივერსიტეტიდან მივიღეთ, მართლაც საამაყოა, _ გვითხრა #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაია თავართქილაძემ.
"მადლობას გიხდით ისეთი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების აღზრდისთვის, როგორებიც ხარაიშვილი დავითი, დოდუჩავა მერი და მიქატაძე ერეკლე არიან.
ტრადიციულად, წელსაც ყველაზე წარმატებულ აბიტურიენტთა არჩევანი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იყო. კონკურსის შედეგად 486 საუკეთესო პირველკურსელი მივიღეთ, მათ შორის, თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებიც არიან.
მაღალი კონკურსის მიუხედავად, მათ შეძლეს და დასახულ მიზანს  მიაღწიეს _ წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, რაც თქვენი ფასდაუდებელი შრომის შედეგია. დიდი მადლობა ამისთვის. ასევე, გთხოვთ, მადლობა გადასცეთ თითოეულ მასწავლებელს, რომელმაც წვლილი შეიტანა მათ აღზრდაში
", _ წერია აგრარული უნივერსიტეტიდან გამოგზავნილ წერილში.
მაია თავართქილაძის თქმით, თავისუფალი უნივერსიტეტიდან სამადლობელი წერილი პირველად მიიღეს:
_ ეკატერინე ბერაძემ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, ძალიან ნიჭიერი და მიზანმიმართული გოგონაა. როგორც კი ეს წერილი მივიღეთ, ყველა პედაგოგი შევკრიბე და ერთად გავეცანით თუ რას გვწერდნენ თავისუფალი უნივერსიტეტიდან, _ თქვა მაია თავართქილაძემ.
#4 საჯარო სკოლის დირექტორმა, ტარიელ კალანდაძემ გვითხრა, რომ მისთვის არ იყო ეს ყველაფერი მოულოდნელი.
_ ჩვენ მივიღეთ წერილი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებიდან. თორნიკე გოლიაძე, ჯუმბერ დათუნაშვილი, დავით დოლიძე, ერეკლე ხარაიშვილი _ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, აგრარულ უნივერსიტეტში კი სწავლობენ დავით ხარაიშვილი, მერი დუდუჩავა და ერეკლე მიქატაძე. ეს ბავშვები ხშირად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში. ისინი მრავალი კონკურსის გამარჯვებულები არიან. _ გვითხრა ტარიელ კალანდაძემ.
სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან თოიძე ამბობს, რომ ნიკოლოზ მამინაშვილი წარმატებული მოსწავლე იყო და ასე აგრძელებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
_ 25 წელია, მაკვანეთის საჯარო სკოლაში ვარ და მსგავსი შემთხვევა პირველად არის. ყველას გაგვიხარდა სამადლობელი წერილი და მიპატიჟება უნივერსიტეტში, _ თქვა ამირან თოიძემ.
წერილებს, რომელიც სკოლებში დარიგდა, კახა ბენდუქიძის ხელწერა აქვს.



არქივი