"მუნიციპალიტეტის სკოლების 71 %-ს აქვს მხოლოდ ტექნიკური მოხმარების წყალი"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"მუნიციპალიტეტის სკოლების 71 %-ს აქვს მხოლოდ ტექნიკური მოხმარების წყალი"

ნოემბერი 20
14:05:59 2014

ოზურგეთში, საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხის შესახებ წარმოებული ადვოკატირების კამპანიის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში ამავე ორგანიზაციის  ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გააცნეს.

_ ეს პრობლემა განსაკუთრებულ მგრძნობელობას იძენს ბავშვებისთვის, რადგან  ბავშვების ქცევითი წესები მნიშვნელოვნად განსხვავდება მოზრდილთა ქცევებისგან. მაგალითად,  ხელისა და სხვადასხვა საგნების (მათ შორის სასკოლო ინვენტარი) პირში ჩადების ჩვევა და ხელის დაბანის უგულებელყოფა ჭამის წინ. ბავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ ქცევებთან დაკავშირებული რისკების სათანადოდ შეფასებისათვის. გარდა ამისა, სკოლა უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ მაგალითს მათთვის. საინტერესოა, ალბათ, რა ვიცით წყლის პრობლემის შესახებ ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სკოლებში? თავდაპირველად გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტში არის 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა. წყლის მიწოდების სისტემით განსხვავებული, ასევე, განსხვავებულია მათი პრობლემები ინფრასტრუქტურის მხრივ.  ჩვენი პროგრამის ფარგლებში   სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით  შეგროვდა სკოლების მონაცემები. ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა, იყო თუ არა სკოლაში სასმელი წყალი და სკოლას ჩატარებული ჰქონდა თუ არა ლაბორატორიული ანალიზი. მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის სკოლების 71%-ს აქვს მხოლოდ ტექნიკური მოხმარების წყალი. აქვე, ერთი პრობლემაც მინდა გამოვყო, უმრავლესი სკოლების   წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ  მართალია, წყლის შემოწმება არ ჩატარებულა, თუმცა,  იმავე წყალს მოიხმარს სოფლის მოსახლეობა, ან კიდევ ჭის წყალთან დაკავშირებით, სამეზობლო მოსახლეობა მსგავს წყალს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით (2014 წლის  ივნისიდან 25 ოქტომებრის  ჩათვლით),  42 სკოლიდან, მხოლოდ  5 სკოლას  აქვს სასმელი წყლის ანალიზი ჩატარებული, მართალია, სხვადასხვა მოტივით, მაგრამ კარგია, რომ არსებობს.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვინ უნდა ამოწმებდეს სასმელი წყლის ხარისხს სკოლებში?
_ თქვა შეხვედრაზე "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" თავმჯდომარის მოადგილე ნონა სადრაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, რომელმაც შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: "ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ იქ, სადაც დახმარებას საჭიროებენ, განსაკუთრებით, თუ ეს ბავშვთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ეხება", _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, წყლის მიწოდების სისტემა განსხვავებულია. ყოველი მესამე მოსწავლისთვის არ არის ხელმისაწვდომი სასმელი წყალი, ანუ 2200 მოსწავლეზე მეტი ვერ სვამს წყალს. სასმელი წყლის ხარისხი სკოლებში სათანადო რეგულარობით არ მოწმდება.

ვინ უნდა აკონტროლებდეს საჯარო სკოლებში წყლის მიწოდებასა და ხარისხს? _ ამასთან დაკავშირებით "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასეთია:

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის  N297 ბრძანების მიხედვით: "სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ". საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ: მუხლი 33. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს   კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის    სფეროში: ზ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და  სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის  განხორციელება.
მუხლი 36. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების  უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  სფეროში. ამ კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები:
ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
შეხვედრის დასასრულს კი შემდეგი რეკომენდაციები გაიცა: ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქართველოს კანონის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ", შესაბამისად უზრუნველყოს წელიწადში ერთხელ საჯარო სკოლების სასმელი წყლის ხარიხის კონტროლი; სკოლებმა  სტანდარტის გათვალისწინებით მოამზადონ სასმელი ჭის  მოწყობის პროექტები, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყოს პროექტების დაფინანსება-თანადაფინანსება; სკოლებმა უზრუნველყონ სასმელი ჭის არსებული სტანდარტის დაცვა-შენარჩუნება;  სახალხო დამცველმა თავის ანგარიშებში სათანადო ყურადღება დაუთმოს სკოლებში უსაფრთხო სასმელი წყლის პრობლემას და ლობირება გაუწიოს  საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისთის დელეგირებული უფლებამოსილების პროგრამის დაფინანსებას; მასმედიამ გააძლიეროს საკუთარი როლი უსაფრთხო სკოლის მნიშვნელობის შესახებ მშობლებისა და საზოგადოების სხვა წევრების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გურიის ახალგაზრდულ გაზეთთან კომენტარს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი აკეთებს:
_ სკოლებისთვის წყლის მიწოდების პრობლემა, სამწუხაროდ, არახალია. პრობლემას ისიც ართულებს, რომ ბევრ სოფელში თავად მოსახლეობასაც აქვს წყლის პრობლემა. არის სოფლები, სადაც სასმელი წყალი მოსახლეობასაც არ მიეწოდება და ბუნებრივია, სკოლა მოსწავლეებსაც ვერ აწოდებს წყალს. ასეთ შემთხვევაში,  სკოლების უმეტესობა, საკუთარი სახსრებით, მხოლოდ ტექნიკური წყლით მომარაგებას ახერხებს. იქ, სადაც სასმელი წყალი არსებობს, გეთანხმებით, აუცილებლად უნდა ხდებოდეს წყლის სინჯების აღება. თუმცა, ეს მომსახურება, მოგეხსენებათ, ფასიანია და ჩვენი სკოლების უმეტესობა კი ე.წ "მინუსისანი" სკოლებია, რომლებსაც მოსწავლეთა მცირე კონტინგენტის გამო, უჭირთ დაფინანსების საკითხის მოგვარება. ჩვენ მივესალმებით ამ საკითხით ასეთ დაინტერესებას და იმედი გვაქვს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები  დაეხმარებიან სკოლებს ამ საკითხის მოგვარებაში, ჩვენ მათ აუცილებლად მივმართავთ დახმარებისთვის, _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.



არქივი