ოზურგეთში ზღაპრების კვირეული გაიხსნა

gurianews.com

21-ს ქვევით

ოზურგეთში ზღაპრების კვირეული გაიხსნა

აპრილი 06
14:15:53 2015

27 მარტს, ქალაქ ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში ზღაპრების კვირეულის გაიხსნა. პირველ დღეს სპექტაკლები წარმოადგინეს შემოქმედის, ბოხვაურის, ნასაკირალის, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სკოლებმა.

_ ზღაპრების კვირეული კულტურის და დასვენების პარკის ორგანიზატორობით და ინიციატივით ტარდება. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ პროექტის გახორციელებაში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლები და წარმოდგენები აქვთ ბავშვებს მოფიქრებული, _ თქვა კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორმა ინგა დუმბაძემ.

ღონისძიების ორგანიზატორის, მარეხი გობრონიძის თქმით, ზღაპრების კვირეულში 13 სკოლა და ერთი საქველმოქმედო ასოციაცია _ "გურია" _ მონაწილეობს. მისივე თქმით, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდება ნომინაციაში გამარჯვებულების ვინაობა.



არქივი