პრეზენტაცია "ივლიტას ბიბლიოთეკაში"

gurianews.com

21-ს ქვევით

პრეზენტაცია "ივლიტას ბიბლიოთეკაში"

ნოემბერი 05
14:22:19 2015

 რამდენიმე დღის წინ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიანა თოდუას ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი "ივლიტა", რომლის პრეზენტაცია  "გურია ნიუსის" ოფისში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გაიმართა.

პროექტზე მუშაობდნენ ნორჩ მკვლევართა და მოგზაურთა კლუბის _  "ფესვების" წევრები. მათ წარმოადგინეს ლიტერატურული მონტაჟი "მამულს გული".

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიარეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ღირსშესანიშნავი ადგილები: ერკეთის დედათა მონასტერი, ბუკისციხე, ზენობანი, გორაბერეჟოული.



არქივი