ქალაქ ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

gurianews.com

21-ს ქვევით

ქალაქ ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

დეკემბერი 26
02:29:55 2015

საზეიმო ვითარებაში ტრადიციული ნაძვის ხე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ გახსნა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

" დღევანდელ დღეს დავარქვათ ნაძვის ხის ანთება ოზურგეთში და ჩვენს ქალაქში ასეთი საახალწლო ტრადიცია დავამკვიდროთ.

გილოცავთ დამდეგ შობა -ახალ წელს და ყველას გელოდებით 31 დეკემბერს თეატრალურ მოედანზე, სადაც ძალიან კარგი კონცერტი გვექნება“ _  მიმართა ოზურგეთელებს ბეგლარ სიორიძემ.

ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალზე ტრადიციული მრავალჟამიერი კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,დილა'' -მ შეასრულა, ასევე, საახალწლო მუსიკალური ნომრები საბავშვო სტუდიის ,,ბინული’’-ს აღსაზრდელებმა და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.



არქივი