რატომ მოუხადა მოსწავლეებს ბოდიში მუზეუმის დირექტორმა

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

რატომ მოუხადა მოსწავლეებს ბოდიში მუზეუმის დირექტორმა

დეკემბერი 22
22:54:46 2010

გასული კვირის ხუთშაბათს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ფილმის სანახავად პედაგოგ თამარ მდინარაძესთან ერთად ესტუმრნენ. 
როგორც გვითხრეს, სახლში რამდენიმე წუთის მისულები იყვნენ, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ უნდა დაბრუნებულიყვნენ მუზეუმის წინ ფოტოს გადასაღებად(?!). ადგილზე მისულებს მუზეუმის დირექტორი ნათია კალანდაძე  და თამარ მდინარაძე დახვდათ. ბავშვები მუზეუმიდან პოლიციაში წაიყვანეს. მუზეუმში მათი ყოფნის შემდეგ შეუმჩნევიათ, რომ დაკარგულა  ომის ამსახველი ფოტოგამოფენის ერთ-ერთი სურათი.
თამარ მდინარაძე ჩვენთან საუბრისას მომხდარს განსხვავებულად ყვება:
_ გაკვეთილზე ვიყავით, როცა დირექტორის მოადგილე მოვიდა და გვითხრა, რომ მუზეუმში წავსულიყავით ფილმის სანახავად. ორი კლასი წავედით. რამდენიმე ბავშვმა ფილმს ბოლომდე არ უყურა და მუზეუმის თანამშრომლებმა სხვადასხვა ექსპონატები დაათვალიერებინეს, შემდეგ კი სახლში გააცილეს. მალევე მოვიდა მუზეუმის დირექტორი და გვითხრა, რომ ფოტო იყო დაკარგული. სკოლაში წავედი. გავაგებინე დირექტორის მოადგილეს და ბავშვები სკოლაში დავიბარეთ.
_ ჩვენ გვითხრეს რომ მოზარდები მუზეუმის წინ დაიბარეს ფოტოს გადაღების მოტივით.
_ არა, ესეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა. სკოლაში დავიბარეთ და სიტუაციაში გარკვევას ვცდილობდით. როცა ერთ-ერთ მოსწავლეს დაურეკა მამამ, რომელიც პოლიციის უფროსის მოადგილეა. მივხდით, რომ საქმე ამ საკითხს ეხებოდა და მასწავლებლებიც გავყევით. ბავშვები კი ჩვენ გამოგვყნენ. ოთახშიც ყველა ერთად ვიყავით.
_ თუ ბავშვები გამოგვყნენ, როგორ აღმოჩნდნენ პოლიციის შენობაში? თან ყველა ერთდოულად?
_ უბრალოდ გასაუბრება იყო. არც არავის დავუბარებივართ და არც არავის დაუკითხავს ბავშვები.
_ ბავშვები რომ პოლიციაში იყვნენ, მათ მშობლებს თუ შეატყობინეთ?
_ რატომ უნდა შეგვეტყობინებინა (?!). ისინი თავისი ნებით წამოვიდნენ, თუ არ უნდოდათ, ნუ მოდიოდნენ.
_ ქალბატონო თამარ, ჩვენ მეცხრეკლასელ ბავშვებზე ვსაუბრობთ... სახლში მოსული ბავშვები სკოლაში მიიყვანეთ, შემდეგ მათთან ერთად პოლიციაში აღმოჩნდით და არ იყავით ვალდებული რომ მათი მშობლები გაგეფრთხილებინათ?
_ წამოსვლა არავის დაუძალებია.
_ მშობლები მომხდარის გამო შეურაცხყოფილები არიან...
_ ჩვენთან პრეტენზია არავის გამოუხატავს (?!). მითხარით, რომელი მშობელი ბრაზობს?
_ არ ვართ ვალდებული, მათი ვინაობა გითხრათ, თუმცა მათ ჩვენ მოგვმართეს და გვითხრეს, რომ ბავშვებზე პოლიციაში ყოფნა ცუდად აისახა.
_ მე არ მაქვს მასეთი ინფორმაცია, _ დასძინა მდინარაძემ.
ამ ბავშვების მშობლები კი ჩვენთან ოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი მათზე და მათ შვილებზე მძიმედ აისახა.
_ როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი იყო პოლიციაში, ძალიან შევშინდი. რაიონში არ ვიყავი და ტელეფონით ვცდილობდი, გამერკვია რა მოხდა, მართლა დიდი სტრესი გადავიტანე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მშობელმა.
_ რა გვეთქვა, რაც არ ვიცოდით... ის სურათი არავის აუღია. ჩვენ მუზეუმში დასათვალიერებლად მივედით და არა რაიმეს გასაფუჭებლად და მითუმეტეს მოსაპარად, _ გვითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
როგორც გავარკვიეთ, მაშინ, როცა პოლიციელები ბავშვების Мგამოტეხვას” ცდილობდნენ, პოლიციაში ისევ დარეკა მუზეუმის დირექტორმა: Мფოტო ყვავილის ქოთნის უკან ჩავარდნილა და ვნახეო”.
მოზარდები უმალვე გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, პოლიციაში გატარებული წუთები მათთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო.
_ როგორ შეიძლება ასეთი რამ გააკეთოს მუზეუმის დირექტორმა. საქმე ხომ მოზარდებს ეხება. პოლიციაში დარეკვამდე მშობლისთვის დაერეკა. ბავშვებიც და მშობლებიც შეურაცხყოფილები ვართ. მუზეუმის დირექტორმა მინიმუმ ბავშვებთან მოქცევა უნდა იცოდეს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, _ აღნიშნა ერთმა მშობელმა.
_ ბავშვს მთელი ღამე არ უძინია. მოზარდია და თავმოყვარეობა აქვს, რომელიც ერთი ადამიანის უპასუხისმგებლობამ გათელა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამისთვის მუზეუმის დირექტორს პასუხს აგებინებდნენ. იმედი გვაქვს, რომ ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება, _ ამბობენ მშობლები.
როგორც გავიგეთ, ამ ინციდენტს მოგვიანებით ძალიან ცუდი გაგრძელება მოყვა. ერთ-ერთ მოსწავლეს იმ საღამოს ბაბუა გარდაეცვალა. პოლიციიდან სახლში მისულს ეზოში ხალხი რომ დაუნახავს, უფიქრია, ბებიამ გაიგო პოლიციაში ჩემი დაბარების შესახებ, გული გაუსკდა და მოკვდაო, _ ამის გამო მეცხრეკლასელი მოზარდი სახლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაქცეული.
ერთ-ერთის დასამშვიდებლად კი მედიკოსების ჩარევა გახდა საჭირო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებთან გასაუბრება  ფსიქოლოგის გარეშე მოხდა, რაც ჩვენთან საუბრისას თამარ მდინარაძემაც დაადასტურა.
ვეცადეთ, მომხდარი პოლიციაშიც გაგვერკვია. ჩოხატაურის პოლიციის უფროსმა ბესო სიხარულიძემ ჩვენს ზარს არ უპასუხა. სამხარეო სამმართველოს უფროსმა კი მოგვიბოდიშა და გვითხრა, რომ პრესსამსახურს მივმართოთ, თუმცა ის კი აგვიხსნა, რომ ფსიქოლოგს არასრულწლოვნების დაკითხვისას სპეციალურად ამ სფეროში ტრენინგგავლილი პოლიციელი ცვლის.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ გვითხრა ბავშვების დაკითხვა ფსიქოლოგის და წარმომადგენლის გარეშე კანონით ისჯება.
#1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ ძალიან კარგი სადამრიგებლო კლასი ჰყავს, მომხდარს გაუგებრობად აფასებს და კომენტარს არ აკეთებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, ლამარა მამალაძის თქმით, კალანდაძის საქციელის გამართლება შეუძლებელია:
_ რაც მუზეუმში მოხდა, გადმოცემით ვიცი. ეს ფაქტი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.  თუკი რაიმე პრობლემა იყო, მშობლებისთვის უნდა ეცნობებინა და შემდეგ დაერეკა პოლიციაში. როგორ შეიძლებოდა იმწამსვე პოლიციაში დარეკვა?! წარმომიდგენია, რამხელა სტრესს მიიღებდნენ ბავშვები და მშობლები. ცუდია ისიც, რომ მას ამ საქციელისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია. კეთილი უნდა ინებოს და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში  თავისი გაუმართლებელი საქციელის გამო, _ გვითხრა მამალაძემ.
_ მე არ ვიმყოფებოდი რაიონში და ჯერ არ გავრკვეულვარ მოხდარის დეტალებში. თუმცა, კომენტარი არ უნდა იმას, რომ რაც მოხდა, ძალიან ცუდია, _ აღნიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ.
რაც შეეხება მუზეუმის დირექტორს ნათელა კალანდაძეს, მან კომენტარზე უარი განაცხადა და გვითხრა, რომ ამის შესახებ პოლიცაში გააკეთა განმარტება:
_ პოლიციაში გავაკეთე განცხადება, რომ ვნახე ფოტო და ბავშვებს ბოდიშს ვუხდი. პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი მანანა ჯინჭარაძის სკოლაში დაბრუნების შემდეგ (იგი შვებულებაშია ავტ.) აუცილებლად შევხვდები ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და ავხსნი რაც მოხდა, _ დასძინა კალანდაძემ.



არქივი