მინისტრმა დაპირება შეასრულა

gurianews.com

21-ს ქვევით

მინისტრმა დაპირება შეასრულა

აპრილი 13
13:03:57 2012

(21-ს ქვევით) _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, 8 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში, კიკვაძეების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და ოჯახის ქალბატონებს ქალთა დღე მოულოცა. სტუმრობისას, ნიკოლაიშვილმა პირობა დადო, რომ ანა კიკვაძეს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსისტეტში 100%-იანი გრანტით მოხვდა სამინისტროში დაასაქმებდა.

როგორც გავიგეთ, მინისტრმა ნიკოლიაშვილმა დაპირება შეასრულა და ორშაბათს ანამ სამინისტროში სამსახური დაიწყო.

კიკვაძეების მრავალსულიან ოჯახში ანა პირველი დასაქმებულია. ჩვენთან საუბრისას აღფრთოვანებას ვერ მალავს და ამბობს, რომ დანაპირების შესრულებას ელოდებოდა:

_ მეორე დღეა რაც სამსახური დავიწყე. ძალიან კარგი გარემოა და კარგადაც დამხვდნენ. ჩემთვის ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, რომ შემთხვევით ვისარგებლო და ბატონ რამაზს მადლობა გადავუხადო, _ გვითხრა ანამ.



არქივი