10 წლის ანანო მეგრელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
მარტი 24
14:06:41
2016
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები პატარა მოჭადრაკე ანანო მეგრელაძე 10 წლამდე გოგონათა შორის, პირველი ლიგის, საქართველოს ჩემპიონია!
საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში ქალაქ ფოთში ჩატარდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანანომ იმავე ასაკის ვაჟთა შორის მე-3 ადგილი დაიკავა.