"როცა სახლი დაგვეწვა, დედულეთში ბაბუას ოჯახმა შეგვიფარა"

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

"როცა სახლი დაგვეწვა, დედულეთში ბაბუას ოჯახმა შეგვიფარა"

მაისი 12
13:24:12 2016

ბაჩუკი ჩაჩუა ახლა ოზურგეთში ცხოვრობს, 24 წლისაა, სამხედრო მოსამსახურეა და იმ ღირსეული ახალგაზრდების სახეს წარმოადგენს, რომლის იმედი ერთნაირად აქვს ოჯახს, სამშობლოს, თითოეულ მოქალაქეს. იგი ახლახან დაბრუნდა ავღანეთიდან, სადაც სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. 

დიდი ხნის წინ, როცა პატარა იყო, მშობლებთან და და-ძმასთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობდა, სადაც საცხოვრებელი სახლს ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

_ როცა ჩვენი სახლი დაიწვა, მე და ჩემი და-ძმა პატარები ვიყავით. ჩემი დედულეთი ოზურგეთშია, სოფელ  ჭანიეთში. აქ ბაბუას ოჯახმა შეგვიფარა. აქვე ვსწავლობდით სკოლაში. მერე მამა გარდაიცვალა. ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ, თუმცა, ბაბუამ და მისმა ოჯახმა, მთელმა დედულეთმა ისე თბილად მიგვიღო, თავი მუდამ შინ მეგონა, _ გვიამბობს ბაჩუკი.  

ახალგაზრდა მამის გარდაცვალების შემდეგ, დედაც ავად გახდა. მას მარცხენა ფეხზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა. საოპერაციო აქვს მეორე ფეხიც. ამ ვითარებაში ოჯახმა მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ თავშესაფრის მოძიებაში.

_ ბაბუას ოჯახში ჩვენ არავინ გვეუბნებოდა, აქედან წადითო, თუმცა, უკვე დავიზარდეთ, დიდები ვართ და სამუდამოდ ხომ არ  დავრჩებოდით ამ სახლში ამდენი სული? მე მალე სამხედრო სამსახურში წავედი, ჩემი ძმა ფიზიკურად შრომობს, და მოსწავლეა, დედა კვლავ საოპერაციოა. მოკლედ, ათასი საფიქრალი მქონდა, თუმცა, ჩემს სიხარულს ვერ გადმოგცემთ, როცა გავიგე, რომ ჩემი ოჯახის განცხადება დააკმაყოფილეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი გადმოგვცა.

ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო. მე  არც კი ვიცი, როგორი მდლობა როგორ გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ მერაბ ჭანუყვაძეს, რომლსაც დიდი წვლილი მიუძღვის უსახლკაროთათვის თავშესაფრის მოძიებასა და კეთილმოწყობაში, _ გვეუბნება ბაჩუკი და გამოთქვამს სურვილს, საკუთარი ქმედებით და ქვეყნისადმი სამსახურით დააფასოს სახელმწიფოსგან ასეთი თანადგომა.

უსახლკაროთა თავშესაფრის სტატუსის მქონე კორპუსის რემონტი სოფელ მერიაში   რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, უსახლკაროთა თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით, გამოაცხადა ტენდერი, რის შემდეგაც გამარჯვებულმა კომპანიამ მოახდინა ყოფილი სამხედრო ნაწილის ამორტიზირებული საცხოვრებელი კორპუსის საფუძვლიანი გარემონტება, სადაც 90-მა ოჯახმა დაიდო ბინა. მათ შორისაა ჩვენი წერილის გმირი, გამორჩეული ახალგაზრდა, სამხედრო მოსამსახურე ბაჩუკი ჩაჩუა. 

კითხვაზე, უკვე დროა და აპირებს თუ არა დაქორწინებას, გვეუბნება, რომ მალე ამ საკითხსაც მოაგვარებს. თუმცა, ჯერ სამხედრო სამსახურს აგრძელებს.

_როცა ბინის გადმოცემის თაობაზე განცხადება შევიტანეთ, ოჯახში ყველა უმუშევარი ვიყავით. ახლა სურვილი მაქვს, ვიმსახურო ქვეყნისთვის, მქონდეს ხელფასი და ჩემს ჭერქვეშ სასურველი გარემო შევქმნა, შევიტანო ავეჯი. მერე  კი  დავქორწინდე და ოჯახურ გარემოში ვიცხოვრო, რომლის მსგავსი ბედნიერება ქვეყნად არ არსებობს, _ გვეუბნება  ის და კიდევ ერთხელ გვთხოვს, რაკი მეწვიეთ და ჩემი სიხარული გაიზიარეთ, აღნიშნეთ, რომ უსაზღვროდ მადლობელი ვარ და მუდამ ჩავთვლი თავს ვალდებულად, ეს ყველაფერი დავაფასო ჩემი ქმედებით _ ვიყო საიმედო ქვეყნისთვის, მეგობრებისთვის.

ყველას მადლობას გიხდით, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს, ვისი მონდომებითაც მე დღეს ჭერი მაქვს და თავს ბედნიერად ვგრძნობ, _ გვეუბნება ჩვენი დროის ღიმილის ბიჭი, რომლის სამხედრო სამსახური მშვიდობიან პირობებში მისთვისაც და ჩვენთვისაც საამაყოა.



არქივი