როგორ გახდა მგალობელი გოგონა "ჩოხოსანი"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

როგორ გახდა მგალობელი გოგონა "ჩოხოსანი"

მაისი 12
13:26:13 2016

ანი დოლიძე ჩოხატაურში დაიბადა. იგი 15 წლისაა და თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის წარმატებული მოსწავლეა. ანი ხელოვნებითაა გატაცებული _ ცეკვავს, მღერის. ანი "ჩოხოსანთა" წევრია. ამბობს, რომ სიმღერის ნიჭი მემკვიდრეობით გამოჰყვა ორივე მშობლისგან. ანი დღეს ჩვენი ახალგაზრდული გაზეთის სტუმარია და თავად გვიამბობს საკუთარი წარმატებების შესახებ.

_ 4 წლის ვიყავი, როდესაც დედამ სუხიშვილების სტუდიაში, ცნობილ და უძლიერეს პედაგოგთან, ელო წერეთელთან მიმიყვანა. დღეს უკვე მე-4 კურსს ვხურავ და, ჩემდა საბედნიეროდ, სტაჟიორების ჯგუფისთვის ვემზადები. 7 წლიდან ვსწავლობდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში, სადაც გამართულ კონკურსში დირექტორის სიმპათიის ტიტული მომენიჭა.

_ ანი, როგორც ვიცი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გალობ...

_ დიახ, ჩვენს სახლში დაბრძანებული იყო "ოჯახის მფარველი'' ხატი. მაშინ ცხრა წლის ვიყავი. დედამ მთხოვა, მოძღვრისთვის მეჩვენებინა, როგორ ვმღეროდი. ხატმა ჩვენს ოჯახში დიდი სიხარული შემოიტანა _ იმ წელს გავხდი წმინდა გიორგის ტაძრის მგალობელი და, იმავდროულად, საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსნების წევრი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის "ჩოხოსანთა" საზოგადოების პასუხისმგებელ მდივანს და უხუცესთა საბჭოს წევრს, ბატონ გურამ შენგელიას.

_ "საგალობელში" როგორ მოხვდი?

_ 2014 წელს ჩოხოსნებთან ერთად პატრიარქს შევხვდი. იქ ყველაზე პატარა მე ვიყავი. უწმინდესმა დამლოცა და იმ დღიდან ანსამბლი საგალობელის" წევრი ვარ, რომლის ხელმძღვანელები არიან რამინ და მაია მიქაბერიძეები. ჩემი ძმა, ბექა, რომელიც ახლა 20 წლისაა, 10 წელი იყო "საგალობელის" წევრი. აქ ჩვენთვის მშობლიური გარემოა.

_ ანი, რთულია ცნობილი და წარმატებული ადამიანების გვერდით ყოფნა?

_ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.ჩემთვის უდიდესი პასუხისმგბლობაა ცნობილი ადამიანების გვერდით დგომა. ძალიან ბედნიერი ვარ ამით. უამრავ ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო რუსთაველის თეატრში, ნუგზარ ნადარაიას საიუბილეო საღამოში მონაწილეობა. სწორედ, აქედან მოვხვდი წიგნში "ცოტნეიდელი'' (ტომი IX, ნაწილი II, გვ. 387-388). "ჩოხოსნების'' წყალობით, "ქართულ არხზე" მარიამ ელიეშვილთან ვარ გადაცემაში მიწვეული. ასევე, მიმიწვიეს სამოდელო სააგენტო "გრაციაში", სადაც შევისწავლი ინტერვიუს აღებას, მეტყველებას, მოდის ისტორიას იქ ცნობილი პედაგოგები მასწავლიან. 

_ ანი, ძალიან დაკავებული ყოფილხარ. ვიცი, რომ წარმატებული მოსწავლე ხარ, როგორ ახერხებ?

_ მართალია, ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, სკოლაშიც წარმატებული ვიყო. ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ვარ. ალბათ, ესაა ჩემი წარმატების მიზეზი. 

_ რაზე ოცნებობ?

_ ჩემი ნატვრაა მომავალში ცნობილი მოცეკვავე გავხდე და ჩემი რაიონის საამაყო შვილად მაღიარონ. ჩემი ჰობი არის ცეკვა. სიმღერისა და ცეკვის გარეშე ერთი წუთი არ შემიძლია. მე ვსუნთქავ სიმღერითა და ცეკვით.



არქივი