"ძოწის სამაჯური" ივლიტას ბიბლიოთეკაში

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ძოწის სამაჯური" ივლიტას ბიბლიოთეკაში

მაისი 12
13:28:01 2016

 10 მაისს, ჩოხატაურში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" მოეწყო პროექტის _ "ვკითხულობთ ერთად",  ბოლო ნაწილის _ "გეპატიჟებით ფინჯან ჩაიზე", პრეზენტაცია.

პროექტს, ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგები _ ქეთევან კუბლაშვილი და მარინე ყაჭეიშვილი უკვე მეორე წელია, წარმატებით ახორციელებენ.

პროექტის მიზანია რუსული ენის პოპულარიზაცია და რუსული ლიტერატურის უკეთ გაცნობა. პროექტში ჩართულები არიან სკოლის მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა რუსულ ენაზე წაიკითხეს რუსი კლასიკოსების 7 ნაწარმოები. პრეზენტაციაზე განიხილეს ალექსანდრე ვუარინის  "ძოწის სამაჯური". 

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე, აგრეთვე, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეებმა სტუმრებთან ერთად განიხილეს ნაწარმოები, ღიად  გამოთქვეს საკუთარი აზრი, მოწვეული სტუმრები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

ეს იყო კიდევ ერთი შინაარსიანი დღე "ივლიტას ბიბლიოთეკაში".



არქივი