"შეთამაშებული გუნდი ვართ და სტუდენტობაშიც გავაგრძელებთ გამარჯვებებს"

gurianews.com

21-ს ქვევით

"შეთამაშებული გუნდი ვართ და სტუდენტობაშიც გავაგრძელებთ გამარჯვებებს"

ივნისი 03
15:32:36 2016

ინტელექტუალური თამაშის _ "რა, სად, როდის" გამარჯვებული  ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის გუნდი "გრაალი" გურიის ჩემპიონი და საქართველოს მასშტაბით,  მეხუთე ადგილის მფლობელი გახდა.

"გრაალის" წევრები მეათე და მეთორმეტეკლასელები: ჯემალ შარაძე, ანანო მჟავანაძე, ლევან სიხარულიძე, ივა ხავთასი და თათია ქილიფთარი არიან.
გუნდმა  "გრაალმა" პირველ ეტაპზე ოზურგეთში  გაიმარჯვა და და შემდეგ გადაინაცვლა ქვეყნის მასშტაბით გამართულ თამაშში.

ლევან სიხარულიძე, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემე "გრაალის" წევრი ვარ.   თბილისში გურიის ყველა მუნიციპალიტეტიდან იყო წარმოდგენილი პირველ ადგილზე გასული გუნდები, რომელთა შორის ჩვენ გავიმარჯვეთ და გავხდით გურიის ჩემპიონი. ხოლო საქართველოს მასშტაბით,  ქულების მიხედვით, ხუთეულში მოვხვდით, ანუ მეხუთე ადგილი დავიკავეთ.

_ რას გამოყოფდით ამ თამაშში, რით რჩება ის თქვენს ცხოვრებაში და ახდენს თუ არა გავლენას თქვენს მომავალზე?

_ ინტელექტუალური თამაშები, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ ძალიან დიდ ცოდნას ვიღებთ მომზადებისას, რაც ასე საჭიროა. გარდა ამისა, მეორე ფაქტორი არის ის, რომ საკუთარ თავს ვცდით და ამასთანავე, ცოდნასთან ერთად,  ვითარდება აზროვნების უნარი. ლოგიკური აზროვნების უნარს ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალგაზრდები, როცა ასეთი ტიპის თამაშებით იქნებიან დაკავებული, სკოლაში თუ სკოლის შემდეგ, ეს უდიდეს გავლენას მოახდენს მათი მომავალი ცხოვრების სწორად წარმართვაზე.

ივა ხავთასი, მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემთავარი, რითაც ეს კონკურსი სხვა ინელექტთამაშებისგან განსხვავდება, არის ის, რომ  ფაქტობრივი ცოდნის გარდა, გვჭირდება აზროვნების კონკრეტული ტიპი. თვით თამაში დიდი კულტურის მქონეა. ეს ხდება, მრავალი წელია და ამიტომაცაა, ჩემი აზრით, ასე გამორჩეული.  რაც შეეხება მომავალს, ჩვენ, გუნდის წევრები ერთმანეთს კარგად ვუგებთ, ასე ვთქვათ, შეთამაშებული გუნდი ვართ. ამიტომ გვაქვს სურვილი, როცა სტუდენტები გავხდებით, კვლავ გავაგრძელებთ ამ პროექტში მონაწილეობას და  ჩვენს სიტყვას ვიტყვით!



არქივი