მე­დი­ა­კომ­პა­სი _ ორი­ენ­ტი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ბო­ბო­ქარ ზღვა­ში!

gurianews.com

21-ს ქვევით

მე­დი­ა­კომ­პა­სი _ ორი­ენ­ტი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ბო­ბო­ქარ ზღვა­ში!

ივლის 14
10:50:10 2012

შე­მო­სუ­ლი გა­ნაცხ­ა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბად შე­ირ­ჩნენ: ნა­თია მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, მაგ­და მა­მა­ლა­ძე, ნი­ნო ჯი­ბუ­ტი, მა­რი­ამ ღამ­ბა­ში­ძე, მა­რი­ამ თა­ვარ­თქი­ლა­ძე (ჩო­ხა­ტა­უ­რის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა); აკა­კი სი­ხა­რუ­ლი­ძე (დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის კო­ლე­ჯი); ან­ნა ან­დღუ­ლა­ძე, ანა მა­ხა­რა­ძე, მა­რი­ამ ხა­ბე­იშ­ვი­ლი, მა­რი­ამ კა­ლან­და­ძე, თა­თია წი­ვი­ლაშ­ვი­ლი (ჩო­ხა­ტა­უ­რის ყოვ­ლად­წმი­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო სკო­ლა).

 

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ჩვენს მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის და ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უფ­როს­კლა­სე­ლებს და­ეხ­მა­როს, შე­ის­წავ­ლონ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი, ახა­ლი მე­დი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შეძ­ლონ ორი­ენ­ტი­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კად­ში.

ამა­ვე დროს, პრო­ექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ცემს ახალ­გაზ­რდებს პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა _ თა­ვად და­გეგ­მონ და მო­ამ­ზა­დონ ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­ზე­თი "21-ს ქვე­ვით"; გა­ნი­ხი­ლონ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ სა­კუ­თა­რი და თა­ნა­ტო­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, და­ე­უფ­ლონ მე­დი­აკ­რი­ტი­კის­თვის სა­ჭი­რო ელე­მენ­ტებს; ჯგუ­ფე­ბად და­ყო­ფის მეშ­ვე­ო­ბით, გა­მო­ი­მუ­შა­ვონ ერ­თის მხრივ, გუნ­დუ­რად, და მე­ო­რეს მხრივ _ კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის უნა­რი. პრო­ექ­ტი თა­ვად გა­მო­ცე­მას და­ეხ­მა­რე­ბა უკე­თე­სი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­როს აუ­დი­ტო­რი­ას­თან, უკეთ გა­ი­გოს ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­ზე­თის მკითხ­ვე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის მკითხ­ვე­ლის მის­წრა­ფე­ბე­ბი.

პრო­ექ­ტი "მე­დი­ა­კომ­პა­სი" IREX-ის (სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი­სა და გაც­ვლე­ბის საბ­ჭო) მი­ე­რაა მხარ­და­ჭე­რი­ლი (ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა USEID).

10 ივ­ლისს, პრო­ექ­ტში ჩარ­თულ ახალ­გაზ­რდებს, "გუ­რია ნი­უს­ში" სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი, IREX-ის G-მე­დი­ა" პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი მე­თიუ შე­ლი და პროგ­რა­მის ქარ­თვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლი­კა ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი შეხ­ვდნენ.

_ ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ სა­უ­კე­თე­სო ჯგუ­ფი შე­იკ­რი­ბა და ამ პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თეთ. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ თქვენს ასაკ­ში ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქო­ნო­და. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა ისე­თი კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც თქვენ­თან იმუ­შა­ვე­ბენ. ეს კი იმის სა­ფუძ­ვე­ლი­ა, რომ გა­ნი­ვი­თა­როთ სპე­ცი­ფი­უ­რი უნა­რე­ბი, აი­მაღ­ლოთ ცოდ­ნა და გა­ეც­ნოთ ახა­ლი მე­დი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ებს. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი იმ დღეს, რო­ცა თქვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნა­მუ­შევ­რებს ვი­ხი­ლავ!" _ თქვა მე­თიუ შე­ლიმ მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­უბ­რი­სას.



არქივი