ლელა იმედაშვილი: "დაბის მოსახლეობის პრიორიტეტი სკვერის რეაბილიტაცია იყო"

gurianews.com

21-ს ქვევით

ლელა იმედაშვილი: "დაბის მოსახლეობის პრიორიტეტი სკვერის რეაბილიტაცია იყო"

ივლის 26
11:56:46 2012

_ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იქნება ძალიან ლამაზი და თანამედროვე კულტურული, გასართობი და დასასვენებელი ცენტრი, რომელიც ჩოხატაურელებს წლების განმავლობაში არ ჰქონიათ. ერთ მხარეს იქნება ანა კალანდაძის სახელობის ხეივანი, მეორე მხარესკი _ ნოდარ დუმბაძის. დაიდგმება ბანერები, რომელზედაც დატანილი იქნება ჩოხატაურის ღირსშესანიშნაობები. იქნება თანამედროვე ტიპის განათება, სასეირნო ბილიკები. ყველა პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ აქაურობა გაცოცხლდეს, იყოს ახალგაზრდობისთვის საინტერესო, რომ წლების შემდეგ მათ ჰქონდეთ სურვილი, დარჩნენ ჩოხატაურში, აქ აკეთონ საქმე და ყველას ეამაყებოდეს ჩოხატაურის ხსენება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა.

მისივე თქმით, სკვერის კეთილმოწყობის საკითხი, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გადაწყდა:

_ შემიძლია გიჩვენოთ კონკრეტული გამოკითხვის ბარათები, 600-ზე მეტმა ადამიანმა პრიორიტეტების მიხედვით ნუმერაცია მიანიჭა სასურველ პროექტს. გამოკითხვა დეკემბერში ჩატარდა, ჩვენ დაბის აპარატს ვთხოვეთ დაერიგებინა ანკეტები, შესულიყო ყველა სახლში და მოსახლეობას აბსოლუტურად ანონიმურად აღენიშნა, რა იყო მათთვის პრიორიტეტული. შეჯამების შედეგად დადგინდა რამდენიმე მთავარი პრიორიტეტი, რომელთა შორის დაბის სკვერის რეაბილიტაციაც იყო.

_ ვის ეკუთვნის სკვერის პროექტი?

_ სკვერის პროექტი ჩოხატაურელმა არქიტექტორმა, ნოე სიხარულიძემ გააკეთა და თანამედროვე ელექტრონული ვერსიით გადმოგვცა.

_ რა თანხაა გამოყოფილი სკვერის რეაბილიტაციისათვის?

_ სულ გამოყოფილია 220 000 ლარი, სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს. ჯერ მოხდება სკვერის რეაბილიტაცია, სადაც ძირითად სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ატარებს, ცალკე იქნება ტენდერი გამწვანებაზე, რაც მეორე ეტაპია.

_ დასაქმებულებს შორის არიან თუ არა ადგილობრივები?

_ დიახ, არიან მათ შორის ჩოხატაურლები. ჩვენ მუდმივად კონტაქტი გვაქვს შემსრულებლებთან. ხარისხი აუცილებელია და ძალიან ბევრი რამისთვის სპეციალისტებია საჭირო. როგორც კი არ იქნება სპეციალური სამუშაო და ჩვენები შეძლებენ მის გაკეთებას, დასაქმდებიან, _ გვითხრა გამგებელმა.

ადგილზე დასაქმებული ადამიანები, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ სკვერი, საბოლოო სახეს 25 ივლისისთვის მიიღებს. მათი თქმით, მშენებლობაზე ადგილობრივები მუშაობენ. გვითხრეს ისიც, რომ დასრულების პროცესშია გარე განათება.



არქივი