“ვიცე მის საქართველო“ გახდა

gurianews.com

21-ს ქვევით

“ვიცე მის საქართველო“ გახდა

იანვარი 30
20:36:42 2011

2010 წლის მიწურულს ურეკის კულტურის სახლში სილამაზის კონკურსი ჩატარდა, სადაც 15 წლამდე მოზარდი გოგონები

მონაწილეობდა. “მის გურია“ უფროსი თაობის ასაკში ოზურგეთელი, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე  დიანა დარსალია გახდა. ის გურიის ახალგაზრდული გაზეთის ოზურგეთის განყოფილებაში ესტუმრა და კონკურსის შესახებ ახალი ამბავი მოგვაწოდა. მისივე თქმით, ახლახან თბილისში ჩატარებული “მის პატარა საქართველოს“ კონკურსზე “ვიცე მის პატარა საქართველო“ გახდა და სწორედ ამ ტიტულის მეშვეობით ზაფხულში მარმარისის ზღვაზე, ეგეოსის კუნძულზე გაემგზავრება.
_ სილამაზის კონკურსზე პირველად მივიღე მონაწილეობა და მიხარია, რომ წარმატებებს მივაღწიე, როდესაც “მის გურია“ გავხდი, ხმები დამიყარეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმას თურმე ფული გადავუხადე. ისიც ითქვა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ვითომ ჩემი ნათესავი იყო და ამის გამო გავხდი გამარჯვებული, ძალიან მწყინს მსგავსი მითქმა-მოთქმები, რადგან არცერთი არ შეესაბამება სიმართლეს.
_  კონკურსზე რამდენი გოგონა გამოდიოდა?
_  25 გოგონა შეირჩა გურიის სამივე რაიონიდან, ასევე კონკურსში მონაწილეობდა ურეკიდანაც. 
_  ვისი ორგანიზატორობით ჩატარდა კონკურსი?
_ სამოდელო-სააგენტოს “გრან-პრის“ მიერ, მარი პაპიაშვილი ძალიან გვეხმარებოდა, რომელიც ერთ-ერთი სულისჩამდგმელია ამ კონკურსის, ის ბოლივუდის ფოტო-მოდელია.
_  შენ, როგორ მოხვდი “სილამაზის სამყაროში“?
_ პირველივე ქასთინგზე შემარჩიეს, რომელიც მეორე საჯარო სკოლის კლუბში მიმდინარეობდა და გამიმართლა. თავიდან ძალიან ბევრს სურდა მონაწილეობა, მაგრამ, შემდეგ რამდენიმემ უარი თქვა და არ მოვიდა.
_ რატომ არ მოვიდნენ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი თითოეულ მონაწილეს უნდა შეეტანა გარკვეული თანხა?
_ დიახ, შესატანი ნამდვილად იყო, 100 ლარის ოდენობით. საერთოდ ძალიან დიდ თანხებთან იყო ეს კონკურსი დაკავშირებული, დარბაზი უნდა დაექირავებინათ, ასევე ბინა, სადაც უნდა ეცხოვრა თბილისიდან ჩამოსულებს და ა.შ.
_  თქვენ რამდენი დაგიჯდათ ეს კონკურსი?
_  500 ლარამდე.
_ რა პრიზი გადმოგეცა?
_ როგორც მოგეხსენებათ, “მის გურიაზე“ სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და სამივე გოგონას გადაგვიღეს სურათები, რომლებიც ბოლივუდში გადაიგზავნება, ფოტოსესია კარგად ჩატარდა, ახლა უნდა დაველოდოთ პასუხებს. იმედია, გაგვიმართლებს. ერთ-ერთი ქობულეთელ გოგონას სპონსორი უკვე გამოუჩნდა და ახლა ბოლივუდშია.



არქივი