"ჯინსების" თაობა კონცერტისთვის ემზადება

gurianews.com

 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად

21-ს ქვევით

"ჯინსების" თაობა კონცერტისთვის ემზადება

მარტი 02
23:37:09 2011

ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული საესტრადო ჯგუფი "ჯინსების თაობა" 2009 წლის პირველ აპრილს ჩამოყალიბდა. მისი

წევრები არიან: ეთო ბერძენიშვილი, თამუნა მეგრელიძე, მარიამ მეგრელიძე, გივიკო დიდია, გიორგი კუჭავა, გიორგი ცინცაძე, მარიამ ბარამიძე, მარიამ ღამბაშიძე, მარი ესებუა, სალომე ბერიშვილი, დიანა სიხარულიძე, ვიოლეტა მგალობლიშვილი. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, ლარისა დოლიძემ გვითხრა, რეპერტუარში არის თანამედროვე საესტრადო სიმღერები, პოპი, როკი, კლასიკა, ქართული მელოდიები. ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან.

_ 4 თვის დაარსებული იყო ჩვენი ანსამბლი, სოლო კონცერტი რომ გავმართეთ, მაყურებელს მხოლოდ უცხოური სიმღერები შევთავაზეთ, რადგან კონცერტი ღია ცის ქვეშ უნდა ჩატარებულიყო. მაშინ მსმენელს შევპირდით, რომ აუცილებლად გავმართავდით ქართულ, ტრადიციულ კონცერტს, რისთვისაც დიდი მონდომებით ვემზადებით. ასე რომ, გაზაფხულზე "ჯინსების თაობა" ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგება, _ აღნიშნა დოლიძემ.



არქივი