"ექიმობა ჩემი მოწოდებაა"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ექიმობა ჩემი მოწოდებაა"

მარტი 04
18:54:38 2011

ნანა სიხარულიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტია. თუ რატომ აირჩია ნანამ ეს პროფესია და რა სამომავლო გეგმები აქვს, თავად გვესაუბრება.

_ საერთოდ არ ვაპირებდი სამედიცინოზე ჩაბარებას, ბავშვობიდან თეატრალური განხრით მინდოდა წავსულიყავი. სკოლაში თითქმის ყველა ღონისძიებაში ვღებულობდი მონაწილეობას. ალბათ, კარგად გახსოვთ ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "საბრალდებო დასკვნა," სადაც ნუნუ ექიმის როლი შევასრულე. ამ პერიოდში აბიტურიენტი ვიყავი და იცით, ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა. რის შედეგადაც, ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის წევრებს გამოვუცხადე, რომ სამედიცინოზე ვაპირებდი ჩაბარებას. ყველა სახტად დარჩა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება მოიწონეს. ოღონდ პრობლემა ის იყო, რომ მისაღებ გამოცდებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი და სასწრაფოდ დავიწყე რამდენიმე საგანში მომზადება. ძალიან დამეხმარა დედა, რომელიც ყველა პირობას მიქმნიდა იმისათვის, რომ მომესწრო პროგრამა და მართლაც დამქანცველი მეცადინეობის შედეგად ჩავაბარე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში.

_ ანუ დღეს ფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე?

_ დღეს უკვე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა პროფესიაში. შემიძლია ვთქვა, რომ ექიმობა ჩემი მოწოდებაა

_ ნანა, მოგწონს სტუდენტობა?

_ სტუდენტობა მართლაც ბედნიერი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. შევიძინე ბევრი მეგობარი, გვასწავლიან შესანისნავი ლექტორები. რომლებიც უპირველესად პაციენტის სიყვარულს გვინერგავენ. რომ მკურნალობის ეფექტიანობისთვის აუცილებელია ადამიანისადმი თბილი და იმედიანი დამოკიდებულება. დღეს, როცა მომრავლდა სტრესული მდგომარეობები, დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ჩარევას, რის შედეგადაც დაძლეული ხდება ესა თუ ის ფსიქოლოგიური დარღვევები.

_ სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?

_წინასწარ რაიმე კონკრეტულის განსაზღვრა ცოტა ძნელია, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიზრუნებ ჩემი მშობლიური კუთხისთვის და როგორც შემეძლება, გვერდში დავუდგები ჩემს ჩოხატაურელებს. უნივერსიტეტში სისტემატურად ხორციელდება სტუდენტური პროექტები, რომლებიც ემსახურება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ამა თუ იმ დაავადების გამოწვევის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. იმედი მაქვს ერთ- ერთ პროექტს ჩოხატაურშიც განვახორციელებთ.

_ რაც ეტყვი ჩოხატაუერელ ახალგაზრდებს?

_ ყოველთვის იზრუნეთ დასახული მიზნის მისაღწევად, არ შეგეშინდეთ წინააღმდეგობების, მიუღწეველი არაფერია, მთავარია მონდომება და საკუთარი თავის რწმენა. მიყვარხართ ყველანი. წარმატებებს გისურვებთ.



არქივი