ჩოხატაურელ თოვლის ბაბუას ფორმა არ აქვს

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ჩოხატაურელ თოვლის ბაბუას ფორმა არ აქვს

დეკემბერი 27
18:23:22 2012
ზოგი მოუთმენლად ელოდება, როდის მოუტანს თოვლის ბაბუა საჩუქარს, ზოგი ჯერ კიდევ ფიქრობს, რა სთხოვოს მას, ზოგი კი, უბრალოდ, ბედნიერია, რომ ახალი წლის ღამეს ნახავს ფეიერვერკებით სავსე ზეცას და მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბება. ჩვენი გაზეთის სტუმარი ჩოხატაურელი თოვლის ბაბუა _ გოგი ცინცაძეა, რომელსაც წილად ხვდა 2013 წლის დადგომა ახაროს პატარებს.

_ როდის მიიღეთ პირველი შემოთავაზება, ყოფილიყავით თოვლის ბაბუა?

_ სხვათა შორის, პირველად თოვლის ბაბუის როლი წილად მხვდა სკოლაში, მაშინ მე-10 კლასში ვიყავი. ახლა, 60 წლის ასაკში, მეოთხედ მიწევს ვიყო თოვლის ბაბუა.

_ თავიდანვე გიყვარდათ ბავშვებთან ურთიერთობა?

_ საოცრად, პატარების მიმართ თავიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. საერთოდ, მსახიობი ადამიანი, თავისი როლებიდან გამომდინარე, ყველა ბავშვს უყვარს. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ქუჩაში მხვდებიან და მცნობენ ის ახალგაზრდები, რომლებთანაც ოდესღაც ურთიერთობა მქონდა. ძალიან კარგია, როცა შეგიძლია ბავშვთან იყო ბავშვი. მისი ერთი გამოხედვით უნდა შეგეძლოს მიხვდე, რაზე ფიქრობს, რაზე ოცნებობს, რა აკლია. ბავშვების სიყვარული აუცილებელია...

_ ბავშობაში თუ გჯეროდათ თოვლის ბაბუას არსებობის?

_ მჯეროდა, მაგრამ ეს ასეთი მასშტაბური არ იყო.

_ როგორია პატარების თქვენდამი დამოკიდებულება?

_ მე მიწევს სხვადასხვა სოციალური ფენის ოჯახებში სტუმრობა. ბავშვებს ძალიან უხარიათ ჩემი დანახვა. ჩემთან ერთად სურათებს იღებენ, ლექსებს მიკითხავენ, მეხვევიან. მე ხელში ამყავს ისინი და ვცდილობ, მათ მაქსიმალური სითბო ვაგრძნობინო, მაგრამ იმისთვის, რომ არცერთი პატარა უყურადღებოდ არ დარჩეს, ყოველთვის ხურჯინი სავსე უნდა მქონდეს.

_ რაიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით?

_ ერთხელ არ გვქონდა საკმარისი საჩუქარი. ბავშვები ელოდნენ, რომ თოვლის ბაბუა დაარიგებდა საჩუქრებს. როცა ჩამოვედი სცენიდან და საჩუქრების დარიგება დავიწყე, ვინც პირველი მოვიდა, იმას შეხვდა საჩუქარი. ბავშვებმა იფიქრეს, თოვლის ბაბუას ბევრი საჩუქარი აქვსო _ ზოგმა ხურჯინს დაუწყო თრევა,ზოგი ქამარს ექაჩებოდა. თითქმის გამხადეს ტანსაცმელი, მომძვრა თეთრი წვერი, ყაბალახი. ბავშვები მეხვეოდნენ,ზოგი წვერს მიარბენინებდა,ზოგი _ ქუდს.წამიღო ბავშვების ტალღამ, მიმაკრა საავადმყოფოს ღობეზე, ვიყვირე: "ბავშვებო, არ მაქვს საჩუქარი-მეთქი“, მაგრამ არავინ დამიჯერა. ბოლოს "შევიჭერი" მუზეუმში და დავიმალე. ამის შემდეგ ყოველთვის მეშინოდა, რომ არ მოვხვედრილიყავი მსგავს სიტუაციაში.

დასასრულ, ჩოხატაურელმა თოვლის ბაბუამ გაგვიმხილა, რომ ფორმა ჯერ არ აქვს:

_ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია, თოვლის ბაბუის როლის შესრულება მიწევს, შესაბამისი სამოსი დღემდე არ მაქვს. ორგანიზატორები საჭირო ატრიბუტებს სხადასხვა ადგილიდან თხოულობენ. ხალათი, ყაბალახი, წვერი და ა.შ. ეს ის ატრიბუტიკაა, რომელიც თოვლის ბაბუას აუცილებლად სჭირდება, თუმცა, მე არ მაქვს და არც არავინ ყიდულობს. ამიტომ, წინა წლების მსგავსად, წელსაც თხოვება მომიწევს, _ დასძინა გოგი ცინცაძემ.

 

 

 



არქივი