ეტალონის გამარჯვებული რევაზ ცინცაძე გახდა

gurianews.com

21-ს ქვევით

ეტალონის გამარჯვებული რევაზ ცინცაძე გახდა

დეკემბერი 27
18:27:45 2012
გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მუნიციპალიტეტის 10 საუკეთესო მოსწავლე შეირჩა: გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი ჯიბუტი (პირველი საჯარო სკოლა), სალომე ზაქარეიშვილი (საჭამიასერის საჯარო სკოლა), გიორგი ლომთაძე (შუაამაღლების საჯარო სკოლა), თამარ ჩადუნელი (ხიდისთავის საჯარო სკოლა), მერაბ ტუნაძე (ზოტის საჯარო სკოლა), ნოდარ პაქსაძე (ჩხაკაურის საჯარო სკოლა), ცოტნე მამალაძე, ანნა ანდღულაძე, რევაზ ცინცაძე (სამრევლო სკოლა).

რთული და საინტერესო თამაშის შემდეგ, ეტალონის გამარჯვებული რევაზ ამირანის ძე ცინცაძე გახდა.

_ ჩაწერა საოცრად თბილ გარემოში მიმდინარეობდა. აღგვაფრთოვანა გადაცემის წამყვანის, ბატონის გოჩა ტყეშელაშვილის დამოკიდებულებამ ბავშვებისა და გულშემატკივრებისადმი. თამაშს ესწრებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში და კომპანია "კულას" წარმომადგენელი. ყველა მონაწილე დიპლომებითა და წიგნებით დაგვასაჩუქრეს. მე, როგორც "ეტალონის" გამარჯვებული, ერთი წლით, ყოველთვიურად 100 ლარს მივიღებ.

ვთვლი, რომ პროექტში მონაწილეობით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ვეცდები, უფრო მეტი ცოდნა შევიძინო და კიდევ ვცადო ბედი მსგავს პროექტებში.

თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იანეულის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, რადგან ვთვლი, რომ ჩემი წარმატება მათი შრომის შედეგია. ასევე, მადლობას ვუხდი სამრევლო სკოლის პედაგოგებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც საშუალება მოგვცეს, მონაწილეობა მიგვეღო "ეტალონში", _ გვითხრა რევაზ ცინცაძემ.



არქივი