ვინ არის თამრიკო ჭოხონელიძის სიძე და რას აფრთხილებდა დედა მარიამს _ ვიდეო

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ვინ არის თამრიკო ჭოხონელიძის სიძე და რას აფრთხილებდა დედა მარიამს _ ვიდეო

მარტი 13
21:01:58 2011

თამრიკო ჭოხონელიძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება. მას ბევრი იცნობს და ბევრმა იცის, რომ ცნობილი მომღერლის ძარღვებში გურული სისხლი ჩქეფს. ალბათ ამიტომაც, მის მიერ გურიაში, უფრო კონკრეტულად კი ჩოხატაურში ნამღერი "იავნანა", მაინც სხვაა. ეს "სხვა" კი, უკვე მეორედ აჟღერდა ჩოხატაურის კონოთეატრში. ჭოხონელიძე კულტურის სამსახურის მიერ დედის დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. მომღერალს ახალგაზრდული გაზეთი ღონისძიების დასრულების შემდეგ გაესაუბრა:

_ მადლობა უფალს, რომ დედა ვარ, რომ გამხადა ღირსი ასეთი დიდი ჯილდოს მფლობელი ვიყო. ეს დიდ სიხარულთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ეს ის მოვლენაა, როცა არა გაქვს უფლება მოდუნდე, რა ასაკისაც არ უნდა გყავდეს შვილი, რადგან შვილს, არა მხოლოდ გაზრდა, არამედ აღზრდა სჭირდება და დედამ უნდა აღზარდოს შვილი არა მხოლოდ თავისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. რაც, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ჭოხონელიძემ.

_ როგორ ფიქრობთ, რა ასაკიდან იწყება ბავშვის აღზრდა?

_ ბევრი ბავშთა ფსიქოლოგი და ცნობილი პედიატრი ამბობს, რომ ბავშვის აღზრდა მუცლად ყოფნის დროს უნდა დავიწყოთ, მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ჩემს შვილებს მუცელში ყოფნისას ვესაუბრებოდი და ვუმღეროდი. გააზრებული მქონდა, რომ ისინი პიროვნებები უნდა ყოფილიყვნენ. ჩემი შვილი, კონსტანტინე, ხშირად მეუბნება რომ ასე მგონია, რჩევას ძალიან დიდი ხანია, მეკითხებიო. შეიძლება მისი აზრი არ გაითვალისწინო, მაგრამ ბავშვმა ყოველთვის უნდა იგრძნოს, რომ ის პიროვნებაა და მის სიტყვას შენთვის ფასი აქვს.

_ თქვენი შვილები ყოველთვის გიჯერებენ?

_ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ერთმანეთს გავუგოთ. თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ შენს ნათქვამს რადიკალური ქმედებით პასუხობს შვილი.ამის მაგალითს ახლავე მოგახსენებთ. ჩემ გოგონას, მარიამს, როცა ის წამოიზარდა და დავინახე, რომ უკვე შეიძლებოდა თავისი ცხოვრების მეგზური აერჩია, ასეთი რამ ვუთხარი: მარიამ, შვილო, ძალიან გთხოვ, ცოლად არ გაჰყვე მსახიობს, გურულს და დედის ერთას-მეთქი და იცით დღეს ვინ არის ჩემი სიძე? მსახიობი, გურული და დედის ერთა (იცინის), ასეც ხდება ხოლმე.

_ კონსტანტინეს რა რჩევა მიეცით?

_ მჯერა, კონსტანტინე ისეთ გოგონას შეირთავს ცოლად, რომელიც მე აუცილებლად მომეწონება.

_ როგორია თამრიკო ჭოხონელიძე ბებიის ამპლუაში?

_ მარიამმა ისე უცებ გადაწყვიტა გათხოვება და ისე უცებ გავხდი ბებია, რომ კარგა ხანს ვერ ვაცნობიერებდი ბებიის ამპლუას. სანამ ელენიკო წამოიზრდებოდა, მარიამიც მეუბნებოდა: ასე მგონია, ელენიკო ჩემი დაიკო არისო. ახლა დადგა ის დრო, როცა კიდევ უფრო გავაცნობიერე თუ რას ნიშნავს სახლში პატარა. ეს ენით აუწერელი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში, ეს არის დიდ სიყვარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა ჩემი შვილისა და შვილიშვილის წინაშე. მართლაც, გამორჩეული გრძნობა ყოფილა ბებიობა. ყოველი მისი გაღვიძება ახალ ენერგიას მაძლევს. ამბობენ, რომ ელენიკო მე მგავს და ეს ჩემთვის დიდი პატივია.

_ თქვენ თვითონ როგორი ბავშვი იყავით?

_ როგორც დედა ამბობს, ჩვილი ძალიან მტირალა ვყოფილვარ, მაგრამ როცა წამოვიზარდე, მორჩილი და მზრუნველი შვილი ვიყავი. ეკა კახიანი სატელევიზიო გადაცემებშიც ხშირად იხსენებს, რომ "მზიური" როცა გასტროლებზე მიდიოდა საზღვარგარეთ, მე იშვიათად დავყვებოდი ხოლმე მათ. იმიტომ, რომ ყოველთვის განვიცდიდი, როგორ იქნებოდნენ მშობლები უჩემოდ, თუნდაც, ერთი კვირის განმავლობაში. ჩემი მშობლებიც ძალიან მზრუნველები იყვნენ. მამას ბავშვობიდან დავყვებოდი ექსპედიციებში, მე ფოლკლორისტი ვარ. სისტემატურად დავდივარ ექსპედიციებში, მაგრამ ბავშვობის საოცარი შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება. რაც შეეხება დედას, მან დაუსწრებლად შემაყვარა ის კუთხე, რომელსაც გურია ჰქვია. როცა გურია და სოფელი ხიდისთავი ვნახე, მე ვიგრძენი თუ რა მადლიანი მიწიდან ყოფილა ჩვენი საამაყო ნოდარ დუმბაძე და ანა კალანდაძე. ამიტომაც არის მათი ნაწარმოებები ასეთი ღრმა და სიბრძნით გაჯერებული. მინდა გითხრათ, რომ ტკივილამდე მიყვარს ეს მხარე.

_ ჩოხატაურში დედასთან, ქალბატონ ლიზიკოსთან და ბიძასთან კოტე კალანდაძესთან ერთად ჩამოხვედით.

_ დიახ ბიძაჩემს უნდა, რომ ხიდისთავში სახლი იყიდოს, დედას ძალიან უხარია. აი, მერე უფრო ხშირად ჩამოვალთ გურიაში.

_ ქალბატონო თამრიკო, თქვენ შესანიშნავი პროექტი განახორციელეთ რეზო ლაღიძის შემოქმედებითი საღამოს სახით, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

_ სამომავლოდ ვაპირებ ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორის არჩილ კერესელიძის შემოქმედებითი საღამოს მოწყობას. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება.

_ პროფესიით ფოლკლორისტი ბრძანდებით. საინტერესოა, როგორია თქვენი თვალით დანახული ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლები?

_ ძალიან მიხარია, რომ ასეთი მშვენიერი და საინტერესო ანსამბლები გყავთ. თუმცა ეს გასაკვირი არცაა. ჩოხატაურმა ხომ გენიალური ლოტბარები და მომღერლები აჩუქა საქართველოს, მარტო ლადიმე ბერძენიშვილი რად ღირს. დღეს "იავნანას" რთული ვარიანტები შეასრულეს ანსამბლებმა, ყველა თავისებურად საინტერესო იყო. მე, პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კონცერტით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩოხატაურის კულტურის სამსახურს, ყველა ჩოხატაურელს მასპინძლობისთვის და ასეთი თბილი და ლამაზი ღონისძიებისთვის და ბოლოს, ასე დავასრულებ, მომავალ შეხვედრამდე.

 

მღერის თამრიკო ჭოხონელიძე

მღერის ანსამბლი "მანდილი"

მღერის ჩოხატაურის მგალობელთა გუნდი

მღერის ჩოხატაურის მუსიკალური სკოლის გუნდი

ედიშერ ღამბაშიძე დედებს ლექსს უძღვნის



არქივი