რატომ შეექმნათ დისკომფორტი ახალგაზრდებს

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

რატომ შეექმნათ დისკომფორტი ახალგაზრდებს

იანვარი 01
04:00:00 1970
2011 წლის გაზაფხულზე მეთორმეტე კლასელებს რვა გამოცდის _ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის (ერთ-ერთი), მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ჩაბარება, ტესტების სახით მოუწევთ. ჩვენთან საუბრისას მეთორმეტეკლასელები აღნიშნავენ, რომ ეს წელი მათთვის ძალიან დატვირთულია, რადგან რვა გამოცდის ჩაბარებიდან ძალიან მალე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეების თქმით, მისაღები იქნებოდა, რომ ტესტირება დაწყებითი კლასებიდან დაიწყოს.

ქრისტინე მელუა: _ შიშის ფაქტორი არის, პირველებს ჩვენ მოგვიწევს რვა გამოცდის ჩაბარება. ვცდილობ, რომ კარგად მოვემზადო და გამოცდები წარმატებით ჩავაბარო.

ნინო ჭელიძე: _ კარგი იქნებოდა, ეს გამოცდები დაწყებითი კლასებიდან იწყებოდეს. ვემზადებით, მეტი რა უნდა ვქნათ, ხომ არ გავექცევით გამოცდებს?! რვა გამოცდის ჩაბარება და შემდეგ კიდევ ოთხი საგნის, ადვილი არ არის.

ლილი მგელაძე: _ როდესაც 12 კლასს ამთავრებს მოსწავლე, ელემენტარული ცოდნა უნდა გაიტანოს სკოლიდან. თუ ამ კუთხით შევხედავთ, რა თქმა უნდა, მისაღებია. ცოტა მეშინია, რადგან პირველებს გვიწვევს რვა გამოცდის ჩაბარება.

განსხვავებულად არც ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფიქრობენ...

ხატია ნიკოლაიშვილი: _ ჩემის აზრით, წელს არ უნდა დაწყებულიყო ეს გამოცდები, კარგი იქნებოდა მომავალი წლისთვის ყოფილიყო.

თამუნა შავიშვილი: _ ყოველ წელს, რომ ტესტირება ყოფილიყო, ის განცდები არ გვექნებოდა, რომელიც ახლა არის, ვფიქრობ, გამოცდებს ჩავაბარებ.

ანა ვაშალომიძე: _ ტესტირება მისაღებია, მაგრამ, ძალიან შრომატევადია. იმედია, ყველა ბარიერს გადავლახავთ და ჩავაბარებთ გამოცდებს.

თორნიკე ჩხაიძე: _ იმედი მაქვს, რომ ჩავაბარებ. უცებ "დაგვაჯახეს" ეს გამოცდები და ცოტა დისკომფორტი შეგვექნა, მაგრამ, დავძლებთ ყველაფერს.

დვაბზუს საჯარო სკოლის უფროსკლასელები იმედოვნებენ, რომ საატესტატო გამოცდები რთული არ იქნება:

მაია ქოჩიშვილი: _ ეს გამოცდები არაჩვეულებრივია. როგორც სხვამ, მეც შარშან გავიგე რვა გამოცდის შესახებ. ვფიქრობ, ბავშვები ამით შეეჩვევიან, ისწავლონ და ელემენტარული ცოდნა ჰქონდეს,

დავით ვაჩეიშვილი: _ როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სკოლის მოსწავლეები ოთხ გამოცდას აბარებენ, მხოლოდ კონკრეტულ საგნებში იღრმავებდნენ ცოდნას, ახლა რვა გამოცდის მეშვეობით ყველა საგანს გადავხედოთ და ტესტები ჩავაბაროთ.

რამინ ბექაძე: _ კარგია, მაგრამ, იმედია რაღაც დახმარება და მხარდაჭერა გვექნება განათლების და მეცნიერების სამისტროსგან, რადგან, ძნელია 12-13 გამოცდის ჩაბარება, თან საატესტატო და ეროვნული გამოცდები ჩაბარების თარიღი ახლოს არის.

მირზა ყურაძე: _ იმედია, მარტივი იქნება რვა გამოცდის ტესტები, წელს პირველად ტარდება ასეთი პროექტი.

ჩვენს მიერ გამოკითხული მოსწავლეების უმეტესობა ამბობს, რომ უკვე ნახეს საცდელი ტესტები, რომელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სირთულით ფიზიკის ტესტები გამოირჩევა.



არქივი