85 წლის შალ­ვა წე­ლი­წად­ში 50-მდე წიგნს კითხ­უ­ლობს

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

85 წლის შალ­ვა წე­ლი­წად­ში 50-მდე წიგნს კითხ­უ­ლობს

თებერვალი 16
11:28:19 2013

მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ სო­ფელ გო­გო­ლე­სუ­ბან­ში ცხოვ­რობ­და 85 წლის ომის ვე­ტე­რა­ნი შალ­ვა ესე­ბუ­ა, რო­მე­ლიც ამ მხრივ მათ გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევ­და. მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ მე მას­თან უნ­და მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ახ­ლა შემ­დგარ ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ.

 

_ რა როლს ას­რუ­ლე­ბს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში წიგ­ნე­ბი?

_ წიგ­ნე­ბი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რიას. ისე­თი გრძნო­ბა მაქვს თით­ქოს სხვა მე­სა­უბ­რე­ბა. არის წიგ­ნე­ბი, კითხ­ვას ვერ ვწყვეტ.

_ ბავ­შვო­ბი­დან გიყ­ვართ კითხ­ვა?

_ დი­ახ თა­ვი­დან­ვე მიყ­ვარ­და, მაგ­რამ არა ისე, რო­გორც ახ­ლა. დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი მა­შინ და­იწყ­ო, რო­დე­საც შვი­ლი და­მე­ღუ­პა. ეს რა თქმა უნ­და ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვის. იმის­თვის რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ლა­ხა, ვკითხ­უ­ლობ­დი ძა­ლი­ან ბევრს და თით­ქოს წიგ­ნებ­ში ვე­ძებ­დი სიმ­შვი­დეს. ახ­ლა წიგ­ნე­ბის გა­რე­შე აღარ შე­მიძ­ლი­ა.

_ რო­მელ წიგნს გა­მო­არ­ჩევ­დით?

_ ი­სე­თი მეხ­სი­ე­რე­ბა აღარ მაქვს, რო­გო­რიც ად­რე. ბევ­რი ავ­ტო­რი აღარც მახ­სოვს. მიყ­ვარს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი წიგ­ნია შიო გვე­ტა­ძის ,,მო­ნა­ნი­ე­ბა“. რო­დე­საც ამ წიგნს ვკითხ­უ­ლობ­დი თით­ქმის მთე­ლი ღა­მე გა­ვა­თი­ე.

_ რას აფა­სებთ ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ან­ში?

_ ერ­თგუ­ლე­ბას. მხარ­ში ამო­გიდ­გო­მა რომ შე­უძ­ლია ადა­მი­ანს ძა­ლი­ან კარ­გი­ა. ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, უბ­რა­ლოდ ის მა­ინც უნ­და გეს­მო­დეს, მო­ხუცს რომ ად­გი­ლი და­უთ­მო. შენც ხომ მო­ხუც­დე­ბი, ყვე­ლა­ნი მოვ­ხუც­დე­ბით, ამა­ზე უნ­და ფიქ­რობ­დეს ადა­მი­ა­ნი. არა­ვის არ უნ­და დას­ცი­ნო, სხვი­სი წარ­მა­ტე­ბა არ უნ­და შეგ­შურ­დეს. რო­გო­რია იმ კა­ცის ცხოვ­რე­ბა რო­მელ­საც არც წარ­სუ­ლი ახ­სოვს და არც მო­მავ­ლის­კენ იხე­დე­ბა.

_ რას ნიშ­ნავს სამ­შობ­ლო თქვენ­თვის?

_ ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელს. ად­გი­ლი, სა­დაც და­ვი­ბა­დე ყვე­ლა­ფე­რია ჩემ­თვის. რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემს ვე­ნახ­ში რომ გა­ვივ­ლი. ჩემს ბაღ­ში მოწყ­ვე­ტი­ლი ვაშ­ლი მწა­რეც რომ იყოს, ჩემ­თვის ტკბი­ლი­ა. მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბი, ჩე­მი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ ჩემ­თვის შრო­მობ­დნენ. მეც ვაგ­რძე­ლებ ამ შრო­მას. შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან ჩე­მი გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბი, მა­ცოცხ­ლებ­ლე­ბი, ხვა­ლინ­დე­ლი დი­ლა... კითხ­ვის დრო­საც მათ­ზე ვფიქ­რობ. რო­დე­საც ჩემ­თან მო­დი­ან, ვეხ­ვე­ვი და სიყ­ვა­რულს ვუ­ზი­ა­რებ მათ, ისი­ნი ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

_ სიყ­ვა­რუ­ლი რა არის თქვენ­თვის?

_ მე ყვე­ლა მიყ­ვარს, გარ­და ყა­ჩა­ღი­სა,­ზარ­მა­ცი­სა, დამ­სმე­ნი­სა... მთა­ვა­რია კა­ცი იყოს ადა­მი­ა­ნი, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თურ­ქი­ა, თა­თა­რია თუ სხვა ეროვ­ნე­ბის, მთა­ვა­რია სიყ­ვა­რუ­ლი გვა­კავ­ში­რებ­დეს.

_ რას ურ­ჩევ­დით ახალ­გაზ­რდებს?

_ ი­კითხ­ონ ბევ­რი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბია გა­ზე­თებ­შიც. შე­იყ­ვა­რონ წიგ­ნი.



არქივი