"მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ჰეროსტრატეს კომპლექსით ცხოვრობს"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ჰეროსტრატეს კომპლექსით ცხოვრობს"

მარტი 13
16:09:55 2013

ეს პროცესი მიმდინარეობდა სკოლებს შორის ახლო მანძილის, კონტიგენტის უქონლობის, არასაკმარისი მიღწევების, ტექნიკური საშუალებების არქონისა და სწავლების დაბალი დონის საფუძველზე. აღსანიშნავია ის, რომ გიმნაზიას იმ წელს ძალიან კარგი აკადემიური შედეგები ჰქონდა. სასწავლებელი დაკომპლექტებული იყო ძლიერი პედაგოგებითა და შესაბამისად, სწავლების დონეც მაღალი იყო. სკოლის დახურვამ საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ამ ყველაფერს რესურსცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, მანანა ჯინჭარაძეს უკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, გადავწყვიტეთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ქალბატონ მანანასთან გადაგვემოწმებინა.
_ ქალბატონო მანანა, როდესაც გიმნაზია დაიხურა, თქვენ #1 საჯარო სკოლის დირექტორი ბრძანდებოდით. საზოგადოების გარკვეული ნაწილი სკოლის დახურვას თქვენ გიკავშირებდათ...
_ როგორ გგონიათ, ერთი ჩვეულებრივი სკოლის დირექტორი იმ დონეზეა, რომ ამხელა სკოლა დახუროს?! მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ჰეროსტატეს კომპლექსით ცხოვრობს, არც მექნებოდა სურვილი, ამ სახით ისტორიაში შევსულიყავი. ზოგჯერ ადამიანები გაბრალებენ იმას, რაც არ გაგიკეთებია. მე ვერაფრით ვერ გავაკეთებდი ამას, არა იმიტომ, რომ ვინმესადმი სიმპათია ან ანტიპათია მქონდა, არა, პირველ რიგში, ბავშვს არ გავუკეთებდი, სხვა დანარჩენი, რომ ამის ღირსი ყოფილიყო. გიმნაზიამ თავის დროზე  ძალიან დიდი ისტორია ჩაწერა ჩოხატაურის საგანმანათლებლო სისტემაში, ისტორია, რომელიც არ უნდა წაიშალოს. ყველასგან განსხვავებული სკოლა იყო. ალბათ, პიროვნების სიძლიერეზეა დამოკიდებული სისტემის სიძლიერე. გიმნაზიის პირველ დირექტორს -  გია ჩხიკვიშვილს ჰქონდა საშუალება, სასწავლებელში მიეპატიჟებინა საუკეთესო მასწავლებლები, გაეკეთებინა ისეთი სკოლა, როგორიც იდეაში ჰქონდა. იგი იყო ძალიან ობიექტური და პირუთვნელი ამ საკითხში. ამის შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩოხატაურის სინამდვილეში ორი სკოლა ერთად ვერ ირჩენდა თავს. გიმნაზიის შემოერთების შემდეგ ყველანაირად ვცდილობდი, ბავშვები და მასწავლებლები ადვილად შეგუებოდნენ ახალ გარემოს, ძალისხმევას არ ვიშურებდი, რომ მათი სიყვარული მომეპოვებინა და ეს შევძელი კიდეც.
_ ასევე ამბობდნენ, რომ კახა ლომაიას ერთ-ერთი მოადგილე, თქვენი ჯგუფელი იყო და რომ, თქვენ და ქალბატონმა ეთერ წილოსანმა წერილი გაუგზავნეთ განათლების იმჟამინდელ მინისტრს _ კახა ლომაიას, სადაც გიმნაზიის დახურვის აუცილებლობაზე ესაუბრებოდით...
_ ასეთ წერილს ვერავინ აღმოაჩენს, საერთოდ არ არსებობს. ეთერ წილოსანს რატომ უნდა გაეგზავნა, ან მე როგორ მოვახერხებდი ამას მაშინ, როდესაც დირექტორებს არ აქვთ უშუალო ურთიერთობა მინისტრთან და მის მოადგილეებთან, ეს ხდება რესურსცენტრის საშუალებით. მინისტრს ბევრი მოადგილე ჰყავდა და საინტერესოა, რომელზე ამბობენ. ადრეც ვთქვი, რომ ლომაია რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ახლა, სულ ცოტა, გაეროში უნდა ვმუშაობდე, რადგან ლომაია იქ მუშაობდა.
_ რა რეაქცია გქონდათ ამ ყველაფერზე?
_ ძალიან ცუდი... როდესაც სკოლის გადაბარება მიმდინარეობდა და გიმნაზიაში მივედი, ბავშვების თვალების შემყურე ცუდად გავხდი. ისინი ალბათ მე მადანაშაულებდნენ. მერე ვცდილობდი, ყურადღება აღარ მიმექცია ამ ბრალდებებისთვის და მოთმინება გამომეჩინა. მე ძალიან ცუდი სკოლა ჩავიბარე, ყველანაირად განადგურებული და შესაბამისად, ბევრთან მიწევდა ბრძოლა ურთიერთობისთვის. სისტემა არ იყო ისე აწყობილი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მე ყველა ეტაპი გავიარე დირექტორობამდე და ყველა გადასახედიდან მივხედე სკოლას.
_ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება?
_ ვერ გეტყვით. საერთოდ, მებრძოლ პიროვნებას ვერ იტანს ადამიანი, მეც ბევრჯერ მიფიქრია, თუ რატომ უნდა თქვან ის, რაც არასოდეს დამიშვია, მაგრამ ალბათ ვიღაცას აწყობდა და ჭორის დონეზე გაავრცელა.
_ თქვენ რომ ყოფილიყავით გიმნაზიელი მასწავლებლების მდგომარეობაში, იბრძოლებდით თუ არა სკოლის შენარჩუნებისთვის და როგორ ფიქრობთ, მიაღწევდით თუ არა შედეგს?
_ შეიძლება შედეგისთვის ვერ მიმეღწია, მაგრამ ვიბრძოლებდი.
_ ქალბატონო მანანა, როდესაც სამრევლო სკოლა გაიხსნა, სკოლის შეთავაზების მიუხედავად, მასწავლებლების ნაწილმა, რომლებიც გიმნაზიის დახურვის შემდეგ თქვენს სკოლაში მუშაობდნენ, არ ისურვეს სამრევლო სკოლაში დაბრუნება, როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ არ ვიცი, მეც შევთავაზე მათ ეს და ზოგი ასწავლიდა კიდეც ორივე სკოლაში, აქ მათი პიროვნული დამოკიდებულება იყო. არცერთ მათგანს არ უგრძნია ჩემგან სიცივე, მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, არცერთი არ გამითავისუფლებია და ბოლომდე შევინარჩუნე.
_ როგორც ვიცი, სამრევლო სკოლაში ხარისხის მართვისა და პროექტების მენეჯერი ბრძანდებით, როგორ დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე?
_ ჩვეულებრივად, შემოთავაზება მივიღე და დავთანხმდი.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ შემოგთავაზეს მაინცდამაინც თქვენ?
_ ალბათ, მხოლოდ პროფესიული ნიშნით. უფრო კონკრეტული პასუხისთვის ირმა ჯიბუტს უნდა ჰკითხოთ.
_ რას ემსახურება თქვენი თანამდებობა?
_ ხარისხის მართვაზე არის ასეთი პროცესები: გასამართია სასწავლო პროცესი, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე უნდა გამოიკითხოს, როგორც მოსწავლე და მასწავლებელი, ასევე _ მშობელი. შემდეგ ხდება დაკვირვება საგაკვეთილო პროცესზე და ბოლოს, დირექციის აზრის გათვალისწინებით, ვაკეთებ დიაგნოზირებას.
_ მოგწონთ თუ არა სწავლების მეთოდი, რომელსაც სამრევლო სკოლაში იყენებენ?
_ მომწონს გარკვეულ მასწავლებლებთან. ზოგადად, მეჩვენება, რომ მძიმე სიტუაციაა და ეს ადრეც აღვნიშნე.
_ რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ სამრევლო სკოლაში?
_ მინდა, მეტი შემოქმედობითობა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს სკოლა ყველასთვის საყვარელი ადგილი იყოს. ასევე მინდა, მოსწავლეების ხელმძღვანელობით შეიქმნას ლიტერატურული კლუბი, ვაპირებ ტრენინგები ჩავუტარო ბავშვებს. საერთოდ, მინდა, მეტი სიხალასე იგრძნობოდეს.

 



არქივი