სკოლას საკუთარი გაზეთი ექნება

gurianews.com

21-ს ქვევით

სკოლას საკუთარი გაზეთი ექნება

იანვარი 01
04:00:00 1970
სასკოლო გაზეთის შექმნის იდეა საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელს, ბატონ გოგი დოლიძეს გაუჩნდა და მალე ამ იდეის ხორცშესხმას აპირებს. გაზეთი მთლიანად დაეთმობა საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სკოლის ისტორიას და ა.შ. რა სიხშირით გამოიცემა გაზეთი, ჯერ არ არის ცნობილი. როგორც უკვე ვწერდით, გოგი დოლიძე ყოველთვიურად ჩამოდის მშობლიურ სოფელში და მოსწავლეებთან გასაცნობად სხვადასხვა ცნობილი სახე ჩამოჰყავს. ამჯერად, შუა ამაღლების საჯარო სკოლის სტუმარი გახლდათ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რეჟისორი, მუსკომედიის თეატრის მსახიობი იური ფოფხაძე, რომელმაც მოსწავლეებს მეტყველების გაკვეთილები ჩაუტარა. მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებთან იური ფოფხაძეს მომავალ თვეშიც ექნება. როგორც ბატონმა გოგიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, შესაძლოა, ივნისში მოსწავლეები წაიყვანოს თბილისში, სადაც ისინი დაესწრებიან მეტყველების ლექციებს, ნახავენ სპექტაკლებს და შესაძლოა, მოსწავლეებმა თავადაც წარმოადგინონ სცენაზე სხვადასხვა კომპოზიცია.

 



არქივი