ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ელექტრონული წიგნების პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება

gurianews.com

21-ს ქვევით

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ელექტრონული წიგნების პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება

ოქტომბერი 06
12:28:00 2017

სკოლებში ელექტრონული წიგნების პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება, _ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ პროგრამის ერთი წლით გადადების მიზეზები განმარტა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა წელს არ ამოქმედდა, რადგან გამომცემლების მხრიდან ნერვიულობა საავტორო უფლებებთან და ამ სისტემასთან დაკავშირებით იყო, რამაც პროცესი დროში გაახანგრძლივა. 

"ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არა დრო, არამედ ხარისხია. ამიტომ ჩვენ ამ პროცესის ერთი წლით გადაწევის გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა შედეგი მიგვეღო და განსაკუთრებით ხარისხიანი სახელმძღვანელოები გვქონოდა. ახლა ეს სახელმძღვანელოები შემუშავების პროცესშია და თითქმის უკვე მთავრდება. წელს ეს სახელმძღვანელოები, მათი ელექტრონული ვერსია მასწავლებლებისთვის და სპეციალისტებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

მომავალი წლიდან კი ეს პროგრამა დაიწყება. თუმცა რაც შეეხება ჩანთების შემსუბუქებას კავშირში მხოლოდ ახალ სახელმძღვანელოებთან არ არის. ეს სასწავლო პროგრამის განტვირთვასთან და ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირშია, ეს პროცესი მიმდინარეობს. სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადები ეწყობა. ზოგიერთ მოსწავლეს ექნება საშუალება სახლიდან ორი სახელმძღვანელო კი არ ატაროს, არამედ სკოლაში შეინახოს და ეს ჩანთას შედარებით შეამსუბუქებს", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

1tv.ge



არქივი