ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" სპონსორი გახდა (R)

gurianews.com

21-ს ქვევით

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" სპონსორი გახდა (R)

სექტემბერი 06
13:49:26 2018

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" სპონსორია.

საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ და წარმატებულ სკოლასთან, ჩოხატაურის კლუბმა სარეკლამო კონტრაქტი უკვე გააფორმა.

კონტრაქტის გაფორმებას კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ესწრებოდა:

_ ქართული კლუბები სპონსორებით განებრივრებულნი არ არიან. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ მხრივ "ბახმაროს" გამონაკლისია. ხაზი მინდა გავუსვა სპონსორის მნიშვნელობასაც _ ეს არის ერთ-ერთი პრესტიჟული განათლების კერა საქართველოში და მათთან თანამშრომლობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის საამაყოა. მითუმეტეს, რომ ამ სკოლას აქვს დიდი გამოცდილება სპორტის სფეროში და აქვთ საკუთარი სპორტული ბაზა, _ ამბობს ზაალ მამამალძე.

კლუბის დირექტორის, დავით ჩხიკვაძის თქმით, ბაქსვუდის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება:

"მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე მუშაობაც, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გრძელვადიანი, სამომავლო პროექტების განხორციელების საწინდარი გახდება", _  თქვა დავით ჩხიკვაძემ.



არქივი