„ბედნიერი დღეები გვქონდა“ _ გამარჯვებული ოზურგეთელი მოსწავლეები ბაქოდან დაბრუნდნენ

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

„ბედნიერი დღეები გვქონდა“ _ გამარჯვებული ოზურგეთელი მოსწავლეები ბაქოდან დაბრუნდნენ

თებერვალი 01
14:14:29 2020

23 იანვარს გაემგზავრნენ და გუშინ ბაქოდან დაბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: ნატა ჭანიშვილი, ნატა მელქაძე და სოფელ შემოქმედის მეათეკლასელები: ლიზი დუმბაძე და გიორგი ჩხატარაშვილი. მათ მონაწილეობა მიიღეს ICSCU-ს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის პირობების თანახმად, წარადგინეს პრეზენტაცია ოზურგეთის ეკონომიკური განვითარების შესახებ.


_დამოუკიდებლად მოვამზადეთ ოზურგეთის ეკონომიკური განვითარების შესახებ პრეზენტაცია, რომელიც წარვადგინეთ მუნიციპალიტეტის მერიაში. მე და ნატა ჭანიშვილმა პირველი ადგილი ავიღეთ, ლიზიმ და გიორგიმ  _ მეორე და მესამე ადგილები. ოზურგეთის მერიამ საგზურის ღებულების ნახევარი დაგვიფინანსა, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ. ბაქოში ოთხი დღით ვიმყოფებოდით. დავათვალიერეთ ქალაქი, გავეცანი მრავალ ღირსშესანიშნაობას. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია და წელსაც მივიღებთ მონაწილეობას მსგავს კონკურსში, რომელიც ჩატარდება, _ თქვა ჩვენთან ნატა მელქაძემ.

„გურია ნიუსი“ კვლავ წარმატებას უსუვებს წარმატებულ მოსწავლეებს. 



არქივი