ჩხოროწყუელი მოსწავლე ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს

gurianews.com

 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად

21-ს ქვევით

ჩხოროწყუელი მოსწავლე ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს

ნოემბერი 14
22:05:56 2019

აღნიშნულ ვიდეოში მონაწილეობის მისაღებად, ქასტინგი დაახლოებით 50-მდე ქართველმა ბავშვმა გაიარა.


„ფეხბურთელია, დინამოელი და იმყოფებოდა თბილისში. ფაქტიურად, შემთხვევით გადაუღო ქუჩაში ფოტო ერთ-ერთმა მოქალაქემ, თიკა ჯაბანაშვილმა, რომელიც მოგვიანებით გავიცანით. ეს ფოტო თიკამ სოციალურ ქსელში განათავსა. აღმოჩნდა, რომ კინოსტუდია „სარკეს“ მოეწონა რეკლამისთვის გუგას ტიპაჟი და რამდენიმე დღე ინტერნეტში გვეძებდნენ. ქასტინგში 50 ბავშვი მაინც მონაწილეობდა, მერე ინგლისიდანაც ჩამოვიდნენ, ნახეს გუგა და მოეწონათ“, - ამბობს გრიგოლ მამფორია.

მისივე თქმით, თბილისში გადაღებული რეკლამა, რომელშიც სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, ინგლისურ ტელევიზიებში უკვე გადის.
„გუგა გარეგნულადაც და ხასიათითაც განსაკუთრებულია, არავის ჰგავს. ასევე მოწვევა ჰქონდა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, თუმცა თამაში ჰქონდა ლიტვაში და ვერ მოახერხა მისვლა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გუგას მამამ.

გუგა მამფორია ჩხოროწყუს I საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. ამავდროულად მოზარდი მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება.

წყარო: რადიო "ათინათი"



არქივი