ჩოხატაურელმა მომღერლებმა ნიუ-იორკში გამართულ სიმღერის ფესტივალზე გრან-პრი მიიღეს

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურელმა მომღერლებმა ნიუ-იორკში გამართულ სიმღერის ფესტივალზე გრან-პრი მიიღეს

ნოემბერი 29
14:10:00 2017

26 ნოემბერს, ნიუ-იორკში, კაუფმანის მუსიკალურ ცენტრში, საერთაშორისო ვოკალურ კონკურს-ფესტივალი "PEARL OF NEW YORK 2017" გაიმართა, სადაც მონაწილე 10 ქვეყანას შორის საქართველოც იყო.

კონკურს-ფესტივალზე საქართველო კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის "ჯინსების თაობის" სოლისტებმა ლილიანა ლომინეიშვილმა და ქეთი მოდებაძემ წარადგინეს.

გოგონებმა შესანიშნავი გამოსვლით ჟიური და მაყურებელი აღაფრთოვანეს და გრან-პრთან ერთად ფასიანი საჩუქარები და ფულადი პრიზებიც დაიმსახურეს.

ლილიანა ლომინეიშვილი და ქეთი მოდებაძე ფესიტვალზე  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით წავიდნენ.



არქივი