ჩოხატაურის სამუსიკო სკოლის წარმატებული 2016-2017 სასწავლო წელი (R)

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურის სამუსიკო სკოლის წარმატებული 2016-2017 სასწავლო წელი (R)

ივნისი 22
14:07:31 2017

ნაყოფიერი  და შემოქმედებითად საინტერესო აღმოჩნდა 2016-2017 სასწავლო წელი სამუსიკო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.

ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ლამაზი იდეის გახორციელების საშუალება მოგვეცა. გვქონდა სადღესასწაულო საღამოები, კონკურსები, ბევრი გამარჯვება და წარმატებები.

სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩავატარეთ  გიორგობისადმი მიძღვნილი ღია  კონცერტი, წმ. ბარბარეს დღესასწაულისადმი მიძღვნილი "კლასიკური მუსიკის საღამო".

მონაწილეობა მივიღეთ ხელოვნების სასახლეში შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში, "საშობაო ზღაპარსა" და სარვამარტო ღონისძიებაში.

ჩავატარეთ ღია საკარნავალო კონცერტი, პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედებითი საღამო, საფორტეპიანო კლასებისა და მუსიკის ლიტერატურის ინტეგრირებული ღონისძიება, საკლასო კონცერტები (ფორტეპიანო, ფლეიტა), 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება  სამუსიკო სკოლის დარბაზში.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საფორტეპიანო კონცერტი და საანგარიშო ორგანყოფილებიანი კონცერტი ქ. ქუთაისის სიმფონიურ  ორკესტრთან ერთად ჩავატარეთ  ხელოვნების სასახლეში.

ჩოხატაურის სამუსიკო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში, საქართველოს ხელოვანთა კავშირის "ხელოვანები მომავლისათვის" მე-10 რესპუბლიკური ფესტივალის "მომავლის ვარსკვლავების" შესარჩევ ტურში, სადაც სამუსიკო სკოლის გოგონათა ვოკალურმა ჯგუფმა "მხიარულმა ჰანგებმა" გაიმარჯვა.

გამარჯვებულები კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტზე  მიიწვიეს,  სადაც დაჯილდოვდნენ დიპლომებით "წარმატებული მოღვაწეობისათვის".

სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა, გოგონათა კლასიკური გუნდი  მონაწილეობდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-3 ეროვნულ კონკურსში და ფინალურ ტურში  მე-3 ადგილის დიპლომებით დაჯილდოვდნენ კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში.

სამუსიკო სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მადლობას ვუხდით მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ირაკლი კუჭავას და საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ზაალ  მამალაძეს მხარდაჭერისათვის და დაფინანსებისათვის, საფინანსო სამსახურს და კულტურის განყოფილებას სამუსიკო სკოლის საქმიანობაში  ხელშეწყობისათვის.



არქივი