ჩოხატაურში ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლა გაიხსნა

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურში ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლა გაიხსნა

ოქტომბერი 06
11:14:50 2017

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლა გაიხსნა, რომელსაც ტრადიციული ქართული მუსიკის მკლევარი და შემსრულებელი, ცნობილი პედაგოგი, ეთნომუსიკოლოგი, მალხაზ ერქვანიძე უხელმძღვანელებს.

კულტურის ცენტრის დირექტორის თამარ კეკელიძის ინფორმაციით, სკოლა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით შეიქმნა:

_ გამოცხადებული გვქონდა კონკურსი, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ამ ეტაპისთვის 15 აღსაზრდელია  შერჩეული, რომლებიც სწავლას 9 ოქტომბრიდან დაიწყებენ, _ აღნიშნა თამარ კეკელიძემ.



არქივი