დაბა ნარუჯის მცხოვრები ლალი ფუტკარაძე სასწავლებლად საფრანგეთში მიემგზავრება

gurianews.com

21-ს ქვევით

დაბა ნარუჯის მცხოვრები ლალი ფუტკარაძე სასწავლებლად საფრანგეთში მიემგზავრება

დეკემბერი 17
16:55:34 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის მცხოვრები ლალი ფუტკარაძე სასწავლებლად საფრანგეთში მიემგზავრება. ის დაბა ნარუჯის სკოლის კურსდამთავრებულია, რის შემდეგ სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა.

“ბაკალავრიატი დავასრულე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერების ფაკულტეტზე, ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებაზე. შემდეგ მაგისტრატურის საფეხურზე ავირჩიე ევროპეისტიკის ფაკულტეტი, კერძოდ, ფრანგული ფილოლოგია.

მიმდინარე სემესტრში მონაწილეობა მივიღე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კონკურსში და იანვრიდან, გაზაფხულის სემესტრში სწავლას გავაგრძელებ საფრანგეთში, რუანის უნივერსიტეტში. სწავლას აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩემთან ერთად კიდევ ორი სტუდენტი გააგრძელებს”, _ ლალიმ.

ლალისვე ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაზე დიდი კონკურენცია იყო.

“რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის ამ კონკურსში გამარჯვება, რადგან მანამდე ბევრი და საკმაოდ რთული ეტაპი გავიარეთ მეც და პროგრამის სხვა გამარჯვებულებმაც, კონკურენციაც საკმაოდ დიდი იყო. ვიდრე კონკურსის გამარჯვებულები დასახელდებოდნენ, გავიარეთ გასაუბრება, ტესტირება და ასევე შესარჩევი კონკურსი მიმღებ უნივერსიტეტთან.

ვფიქრობ, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და განსაკუთრებული შესაძლებლობა, მივიღო ევროპული განათლება, რაც მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის“, _ გვითხრა ლალი ფუტკარაძემ.



არქივი