დედამიწის დღე შუაფარცხმის სკოლაში

gurianews.com

 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად

21-ს ქვევით

დედამიწის დღე შუაფარცხმის სკოლაში

აპრილი 24
13:48:51 2020

დედამიწის დღეს გამოეხმაურა შუა ფარცხმის საჯარო სკოლის მეხუთე და მერვე კლასის მოსწავლეები. ინგლისური ენის მასწავლებლის ეკატერინე მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით,  დისტანციური, ონლაინ გაკვეთილების ამსახველი ფოტოგამოფენა სკოლის ფეისბუქგვერდზე მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას _ დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.




არქივი