გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს

gurianews.com

21-ს ქვევით

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს

აპრილი 03
16:43:09 2019

აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდაზე რეგისტრაციის დასტურს ელექტრონულ მისამართზე დაგვიანებით იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

"იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრაციის გავლის მსურველთა რაოდენობა, აბიტურიენტთა ნაწილი ელექტრონულ მისამართზე დასტურს დაგვიანებით იღებს. ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის ინფორმაცია (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ქალაქი და არჩეული პროგრამები) სარეგისტრაციო გვერდზეც გამოჩნდება, რომლის ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

აბიტურიენტი დარეგისტრირებულად ითვლება, თუ მან ან ელექტრონულ ფოსტაზე დასტური მიიღო, ან   შეტყობინება, რომელიც მას სარეგისტრაციო გვერდზე გამოუჩნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს 18:00 საათზე დასრულდება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი მსურველები გამოცდებისთვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.  
 



არქივი