გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა

gurianews.com

21-ს ქვევით

გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა

აპრილი 04
12:38:35 2019

2019 წლის გამოცდებზე გამოცდებისთვის  რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე _ 12 000-მდე კანდიდატი, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე _  4 600 მდე სტუდენტი.

გამოცდებისათვის  რეგისტრაცია 12  მარტს  დაიწყო.  წინა წლების მსგავსად მონაწილეთა  მნიშვნელოვანმა ნაწილმა  რეგისტრაცია  ბოლო  დღეებში გაიარა.  მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 17 500  მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30% პროცენტზე მეტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7  მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს  საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.  7 მაისის 18:00 საათმდე  უკვე  დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს  გამოცდის მონაწილეებს გაითვალისწინონ  ვადები და  საგამოცდო პროცედურები,  რის შესახებაც  დეტალური ინფორმაცია  განთავსებულია ვებგვერდზე  www.naec.ge. წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები -  ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში  გაიმართება.



არქივი