გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

gurianews.com

21-ს ქვევით

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

ივნისი 12
12:36:27 2020

ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა გარემოსდაცვითი კონკურსი   „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“, რომელშიც მონაწილეობა შეეძლო7-14 წლამდე ასაკის ყველა სკოლის მოსწავლეს.

„დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ გურიის კოორდინატორის ნინო ცეცხლაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  ერთი თვის განმავლობაში უამრავი საინტერესო ნამუშევარი შევიდა საქართველოს ყველა კუთხიდან,აქტიურობით გამოირჩეოდა გურიის  რეგიონიც.კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროების და ორგანიზაციების თანამშრომლები შედიოდნენ გამოავლინა გამარჯვებულები (ოზურგეთი, მარტვილი, თბილისი). ფინალში გამარჯვება წილად ხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ლიზი მექვაბიშვილს; პედაგოგი,  ხათუნა ჩხარტიშვილი, რომელმაც ნარჩენების შემცირების საუკეთესო გზად კომპოსტირება აირჩია. შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლიზის პრიზს სახლში გადასცემენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კონკურსის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემა სერთიფიკატები და უამრავი სიურპრიზი. ეს არის ეკოსკოლის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული პირველი აქტივობა,ეკოსკოლის პროგრამის განხორციელება რეგიონებში ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება, რომლის მიზანია ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი მდგარი განათლების პოპულარიზაცია.



არქივი