GONAEC დაიწყო _ რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა უკვე შესაძლებელია

gurianews.com

21-ს ქვევით

GONAEC დაიწყო _ რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა უკვე შესაძლებელია

დეკემბერი 17
13:22:05 2017

15 დეკემბრიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვებგვერდიდან მეთერთმეტე და მეთორმეტე  კლასების მოსწავლეებს, ასევე ყველა მსურველს გამოსაშვები გამოცდების სრული იმიტაციის გავლას სთავაზობს.
2017-2018 წელს გამოსაშვები გამოცდის რეპეტიციის გავლა რვავე საგანშია შესაძლებელი: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ისტორიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში.
ტესტირება საგამოცდო სისტემით ტარდება. პროგრამა ისევე გააკონტროლებს ტესტირების დროს, როგორც გამოცდისას. CAT-ის ალგორითმით დადგინდება თქვენი შეფასება (შედეგი ეკრანზე გამოჩნდება).
 
ტესტირების გავლა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდანაა შესაძლებელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პროექტი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა მსურველებისათვის - ცენტრმა პროექტისათვის სპონსორების მოზიდვა დაიწყო. მათი მხარდაჭერით ტესტირების საფასური განახევრდა - ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის ღირებულება 5 ლარია (ნაცვლად 10 ლარისა).
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.naec.ge



არქივი