ლანჩხუთელი ნორჩი მხატვრების პატარ-პატარა აღიარებები

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

ლანჩხუთელი ნორჩი მხატვრების პატარ-პატარა აღიარებები

თებერვალი 23
17:34:32 2020

ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის სამოცდაათი მოსწავლე მონაწილეობდა ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცხადებულ გამოფენა-კონკურსში ,,ზამთრის ვერნისაჟი".

გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრები, ნორჩმა ლანჩხუთელმა მხატვრებმა სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს.

ნომინაციაში _ „საუკეთესო გრაფიკა " გალერეის რჩეული გახდა რევაზ კუპატაძე, რომელსაც სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა;
ბიზნესმენმა დავით შარაშიძემ თავის რჩეულად დაასახელა ლანა ღლონტი და გადასცა ფულადი ჯილდო 50 ლარი;
ფასიანი საჩუქრები და სიგელი გადაეცა თამარ კილასონიას ნომინაციაში ,,საუკეთესო პლასტიკა";
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის რჩეული გახდა მამუკა კალანდარიშვილი ნომინაციაში _ ,,საუკეთესო დეკორაცია".



არქივი