ლაშა ღლონტი: ნიუ-იორკში მეგონა თავი ამ შესანიშნავ დარბაზში რომ შემოვედი

gurianews.com

21-ს ქვევით

ლაშა ღლონტი: ნიუ-იორკში მეგონა თავი ამ შესანიშნავ დარბაზში რომ შემოვედი

მარტი 01
11:23:36 2018

გუშინ, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლემ ლაშა ღლონტს უმასპინძლა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ყველაზე მეტად გურიაში სიმღერის ეშინია:

_ თუკი საქართველოში და ქართულ კულტურაში რაიმე ღირებული შექმნილა ეს არის გურული სიმღერა და ყველაზე მეტად კონცერტის ჩატარების მეშინია გურიაში.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრი სცენა მინახავს, მაყურებელი, რაღაცეები გამიკეთებია, მაგრამ გურიაში ყოველთვის მეშინია, _ აღნიშნა მომღერალმა.

მისივე თქმით, მისთვის ყველა გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობაა:

_ ძალიან ბევრი სითბო მივიღე და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ. ნიუ-იორკში მეგონა თავი ამ შესანიშნავ დარბაზში რომ შემოვედი, _ თქვა ლაშა ღლონტმა.



არქივი