ლიხაურის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე ინფორმატიკის ოლიმპიადის ფინალშია

gurianews.com

21-ს ქვევით

ლიხაურის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე ინფორმატიკის ოლიმპიადის ფინალშია

დეკემბერი 10
08:58:40 2019

საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის იმართება კონკურსი “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO).

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოლიმპიადაში ექვსი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ესენია: მარიამ სალუქვაძე -მეხუთე კლასი, ნიკოლოზ ლომჯარია -მეხუთე კლასი, ნინო სალუქვაძე- მეექვსე კლასი, საბა სალუქვაძე -მერვე კლასი, გიორგი დოლიძე- მერვე კლასი და საბა სადრაძე -მერვე კლასი.

ლიხაურის საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებლის ხათუნა ცეცხლაძის თქმით, ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა 23 ნოემბერს, გიორგობას, ხოლო ფინალური ტური თბილისში, 22 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება.

“ოლიმპიადისთვის ბავშვების მომზადება კონკურსის გამოცხადებიდან დავიწყე. ექვსმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა პირველ ტურში, ფინალში მარიამ სალუქვაძესთან, ნიკოლოზ ლომჯარიასთან, ნინო სალუქვაძესთან და  საბა სალუქვაძესთან ერთად მივდივარ იმ იმედით, რომ წარმატებას მივაღწევთ. ამ კონკურსში ლიხაურის საჯარო სკოლა მონაწილეობას პირველად იღებდა,“_ გვითხრა ხათუნა ცეცხლაძემ.

ფინალურ ტურში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 230 ბავშვი არის გადასული. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ სიაში არიან ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები. “გურია ნიუსი“ მათ შესახებ  ინფორმაციას რამდენიმე წუთში გაგაცნობთ.



არქივი