„მე მინდა სიყვარული, მინდა ჩემი სახლი"

gurianews.com

21-ს ქვევით

„მე მინდა სიყვარული, მინდა ჩემი სახლი"

მარტი 06
11:29:54 2018

ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში _  „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყებში“ ფარგლებში გამოცხადებული იყო ნახატების კონკურსი.

 კონკურსში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ლუკა ფირცხალაიშვილი ნახატით "რატომ არ ვართ ერთად?" , ვასილ ნიკოლაენკო ნახატით „უიმედოდ ველოდები დედის თბილ ხელს"და ცოტნე გურეშიძე ნახატით „მე მინდა სიყვარული, მინდა ჩემი სახლი"  იყო ჩართული და სამივემ გამარჯვება მოიპოვა,  მათი ნახატები აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოშვებულ კალენდარში განათავსეს.



არქივი